45%-იან განახლებად მიზანს უკვე აქვს ევროკავშირის ასამბლეის წამყვანი მომლაპარაკებლისა და განახლებადი ინდუსტრიული ჯგუფ SolarPower Europe-ის მხარდაჭერა. ევროკომისიის ახალი მიზნის განხორციელება ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროპარლამენტზეა დამოკიდებული. სწორედ ეს ჯგუფები აწარმოებენ მოლაპარაკებებს კლიმატური ცვლილებების კანონების ფარგლებში, განახლებადი მიზნების მიღწევისა და ევროკავშირის ემისიების სწრაფად შემცირების საკითხში.
2020 წელს ევროკავშირის მიერ გამოყენებული მზის, ქარისა და ბიომასის ანუ განახლებადი ენერგიის წილმა 22% შეადგინა. სუფთა ენერგიის წილი ევროკავშირის ქვეყნებს შორის განსხვავებულია: მაგალითად, შვედეთში თუ 50%-ს უტოლდება, ლუქსემბურგში განახლებადი ენერგიის წილი მხოლოდ 10%-ია.
ბრიუსელის შეფასებით, 2030 წლისთვის, ევროკავშირის ქარისა და მზის სიმძლავრე გასამმაგდება. ქარის ენერგია – 480 გიგავატით, ხოლო მზის ენერგია 420 გიგავატით გაიზრდება და ყოველწლიურად 170 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოთხოვნას დაზოგავს. რუსული წიაღისეული საწვავის 2027 წლამდე შეწყვეტის შესახებ გეგმას კომისია მაისში წარადგენს.
წყარო: forbes.ge