Tag Archives: #ნავთობი

ნავთობის TOP-15 ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ყაზახეთი მეცხრე ადგილზეა

World’s top exports-ის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ყაზახეთის რესპუბლიკამ 23.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობის ექსპორტი განახორციელა. აღნიშნული 3.6%-ს შეადგენს “შავი ოქროს” მსოფლიო ექსპორტის მოცულობაში. ამავდროულად, ფულადი თვალსაზრისით, ქვეყანამ შეამცირა საზღვარგარეთ ექსპორტი 29.5%-ით წინა წელთან შედარებით ($ 33.6 მილიარდი 2019 წელს). 2020 წელს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გლობალური ექსპორტი 34.5%-ით შემცირდა და $ 661.8 მილიარდი შეადგინა. თუმცა, კონკრეტულად ნედლი ნავთობი მეორე ადგილზეა ...

Read More »

საქართველოს ეროვნული პლატფორმა ნოვოროსიისკთან ნავთობის დაღვრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა ნოვოროსიისკთან ნავთობის დაღვრის ფაქტთან დაკავშირებული მოვლენებით, შეშფოთებულია და მიმდინარე მოვლენაზე დაკვირვებას აგრძელებს. ამის შესახებ განცხადებას ეროვნული პლატფორმა ავრცელებს. ისინი მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, რომ კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული საკითხი. „7 აგვისტოს ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ დადასტურდა, რომ ნოვოროსიისკთან ახლოს მოხდა ნავთობის შავ ზღვაში ჩაღვრა. სხვადასხვა მონაცემებით, ნავთობის ლაქა 15 და 19 და ...

Read More »

Shell-ი ნიგერიაში ნავთობის დაღვრის გამო 111 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის

50 წლის წინ მომხდარი ინციდენტის გამო ნავთობის კორპორაცია Shell-ი ნიგერიას 111 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის. კომპანიის სპიკერის განცხადებით, აღნიშნული თანხა იქნება სრული და საბოლოო ანგარიშსწორება Ejama-Ebubu-ს საზოგადოებისათვის 1967-1970 წლებში მიმდინარე ომის დროს დაღვრილი ნავთობისთვის. კომპანია საკუთარ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ინციდენტი მესამე პირის ჩარევით მოხდა და ამასთან უშუალოდ კომპანიას კავშირი არ ჰქონია. 2010 წელს ნიგერიის სასამართლომ, Shell-ი 41.36 მილიონი აშშ ...

Read More »

აზერბაიჯანმა ნავთობის ექსპორტი 12%-ზე მეტით შეამცირა

საბაჟო დეკლარაციების მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანმა ბიტუმიანი ქანებიდან მოპოვებული 17 მილიონი 106 ათას 825.51 ტონა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი განახორციელა. ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი ავრცელებს. ღირებულებითი თვალსაზრისით, ამან 7 მილიარდ 585 მილიონი 824,11 აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტირებული ნედლი ნავთობის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 12.5%-ით შემცირდა, ღირებულება კი 18.6%-ით გაიზარდა.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას კვლავაც განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  17 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.03 (- 0.48) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.59 (- 0.70)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

2021 წლის იანვარ-ივლისში ყაზახეთმა ნავთობის მოპოვება 3,5%-ით შეამცირა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ყაზახეთში ნავთობის მოპოვებამ 42,457 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 3,5%-ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. გაზის კონდესატის მოპოვება4,3%-ით შემცირდა და 7,22  მილიონ ტონას მიაღწია. ამის შესახებ განაცხადეს სტრატეგიული დაგეგმვისა და რეფორმების სააგენტოს ეროვნული სტატისტიკის ბიუროში.

Read More »

ივლისის თვეში აზერბაიჯანმა 700 ათს ბარელზე მეტი ნავთობი მოიპოვა დღე/ღამეში

2021 წლის ივლისის თვეში ნავთობის ყოველდღიურმა მოპოვებამ (კონდენსატის ჩათვლით) აზერბაიჯანში შეადგენდა 717 ათასი ბარელი. აქედან 606 ათასი ბარელი იყო ნედლი ნავთობი,ხოლო 111 ათასი ბარელი კონდენსატი. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაზე, დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტირთა კავშირი”. სამინისტრომ გაიხსენა, რომ შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანს 2021 წლის იანვარ-ივლისში მოუწია ყოველდღიური ნავთობის მოპოვების შემცირება 123 ათასი ბარელით 2018 წლის ოქტომბრის დონესთან შედარებით, როდესაც იგი მოიპოვებდა 718 ...

Read More »

რუსული ნავთობის ექსპორტზე გადასახადი 1 სექტემბრიდან შემცირდება

რუსეთის ფედერაციიდან ნავთობის ექსპორტზე გადასახადი 1 სექტემბრიდან $ 3.2-ით შემცირდება და ტონაზე $ 64.6-ს შეადგენს. ამჟამად, ნავთობზე საექსპორტო გადასახადი 67,8 აშშ დოლარია 1 ტონაზე. გადასახადი ნავთობპროდუქტებსა და ზეთებზე შემცირდება ტონაზე 20,3 დოლარიდან – 19,3 დოლარამდე, ხოლო კომერციული ბენზინის ექსპორტზე გადასახადი შემცირდება ტონაზე 20,3 აშშ დოლარიდან – 19,3 დოლარამდე. დაბოლოს, გათხევადებული ბუნებრივი აირის (LPG) გადასახადი იქნება ტონაზე 69,9 $, სუფთა LPG ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2021 წლის  16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.51 (- 1.08) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  67.29 (- 1.15)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ჩინეთმა ნავთობისა და გაზის წარმოება გაზარდა

ჩინეთმა 2021 წლის იანვარ-ივლისში, ასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნავთობის წარმოება 2.4%-ით, ხოლო ბუნებრივი აირის წარმოება 10.7%-ით გაზარდა. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკური ბიუროს მონაცემები მოწმობს. 2021 წლის პირველ შვიდ თვეში ჩინეთმა 116.2 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 2.4% შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი – 3.9%. ნავთობის გადამუშავების მოცულობამ 2021 წლის იანვარ-ივლისში 412.4 მლნ ტონას ...

Read More »