Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

ნავთობის ფასი 11 თვის რეკორდს მიუახლოვდა

ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა. „Brent”-ის ტიპის ნავთობის ერთი ბარელის ფასმა ბირჟაზე 58.46 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო WTI-ის ნავთობის ფასი 55.69 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.  ნავთობის ფასი 11-თვიან რეკორდს მიუახლოვდა. მისი ფასი პანდემიის და ამით გამოწვეული შეზღუდვების გამო ძალზე შემცირებული იყო. ანალიტიკოსები ნავთობის ფასს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენას და ენერგომატარებლების ექსპორტიორი ქვეყნების მომავალ შეხვედრას უკავშირებენ, სადაც ნავთობის მოპოვების კვოტების განსაზღვრა უნდა ...

Read More »

ნავთობის ფასმა 55 დოლარს გადააჭარბა

ნავთობმა ბარელზე 55 დოლარს გადააჭარბა. დოლარის შესუსტებამ და მოთხოვნაზე ოპტიმიზმმა ბოლო სამი კვირის მანძილზე ნავთობის ყველაზე დიდი ზრდა გამოიწვია. Saudi Aramco წელს მოთხოვნის პრე-ვირუსულ დონეზე დაბრუნებას ვარაუდობს. ფიუჩერსები ნიუ – იორკში  ბოლო ერთი წლის მაქსიმუმზე დასრულდა მას შემდეგ, რაც ორშაბათს აშშ – ს აქციები 2,6% –ით გაიზარდა. თუმცა, ნავთობი ფასს მოკლევადიანი მოთხოვნის პირობები კვლავ ემუქრება. ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებამ და განახლებულმა ლოკდაუნმა, ...

Read More »

“Chevron”-მა 2020 წელს 5,54 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო

მე–4 კვარტლის შედეგებით აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობკომპანიის – Chevron Corp.–ის სუფთა ზარალმა შეადგინა 665 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 0,33 დოლარი თითო აქციაზე, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 6,61 მილიარდი დოლარის, ანუ 3,51 დოლარი თითო აქციაზე მაჩვენებელტან შედარებით.  შემოსავალი ოქტომბერ-დეკემბრის თვეებში შემცირდა 30%-ით – 25,246 მილიარდ დოლარამდე, წინა წლის 36.35 მილიარდი დოლარის მაჩვენებელთან შედარებით. 2020 წლის შედეგებით კომპანიამ დააფიქსირა  ყველაზე მნიშვნელოვანი სუფთა ზარალი ბოლო 4 წლის ...

Read More »

“ოპეკის +”-ის რიგი ქვეყნები თებერვლიდან ნავთობის მოპოვებას 1,4 მლნ ბარელით შეამცირებენ

საუდის არაბეთი და “ოპეკის +”-ის რიგი ქვეყნები თებერვლიდან შეამცირებენ ნავთობის მოპოვებას 1,425 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში, როგორც ”კეთილი ნების” ჟესტი, რაც ნავთობის მსოფლიო მოთხოვნის დაახლოებით 1,5% -ს შეადგენს, იუწყება ინტერფაქსი. იანვრის თვის დასაწყისში “ოპეკი +”-ის ქვეყნების პოზიციები თებერვლის თვიდან მოპოვების დონის სტრატეგიასთან დაკავშირებით განსხვავებულია – “ოპეკი +”-ის ქვეყნების უმეტესობა მხარს უჭერს შეზღუდვების იანვრის თვის ოდენობის შენარჩუნებას, რუსეთი და ყაზახეთი – მოპოვების ეტაპობრივი ზრდის მომხრე არიან. შედეგად ...

Read More »
რას წარმოადგენს “ფაზის ოილი”, რომელმაც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა ააშენოს

რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის მიწოდება 2011 წლის დონემდე შემცირდა

საერთაშორისო სააგენტო Argus–ის ინფრომაციით, 2020 წლის შედეგებით “ტრანსნეფტის” სისტემის საშუალებით რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის მიწოდება 5,1%–ით შემცირდა 233,65 მლნ ტონამდე. ”ნავთობის მიწოდება რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში “ტრანსნეფტის” სისტემის საშუალებით 2020 წელს შემცირდა 36 ათასი ტონით/დღეში (12,5 მილიონი ტონა) 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 638,4 ათას ტონამდე/დღეში (233,65 მილიონი ტონა). ქარხნების წლიური მაჩვენებელი დაბრუნდა 2011 წლის დონეზე, როდესაც მან შეადგინა 639,4 ათასი ტონა/დღეში ...

Read More »

რუსეთის შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მკვეთრად შემცირდა

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის შემოსავალი  ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მნიშვნელოვნად  შემცირდა. 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 40.9%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 66.391 მილიარდი დოლარი. ამ პერიოდში ბენზინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 14%-ით შემცირდა, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტიდან – 15,3%-ით.  ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში “გაზპრომის” შემოსავალი გაზის ...

Read More »

ბაიდენი აპირებს აშშ-ს ფედერალურ მიწებზე ნავთობჭაბურღილების ბურღვის შეზღუდვას

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს აპირებს გამოაცხადოს მოსამზადებელი ნაბიჯების შესახებ აშშ-ს ფედერალურ მიწებზე ახალი ნავთობისა და გაზის ჭაბურღილებზე ბურღვის აკრძალვისთვის, იუწყება გაზეთი New York Times. გამოცემის ორი წყაროს ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს ბაიდენი გამოსცემს განკარგულებას, რომელიც დაავალებს  ფედერალურ უწყებას შემოსაღები აკრძალვის მასშტაბების განსაზღვრას. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას. ბურღვის აკრძალვა ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯია. ...

Read More »

ნავთობპროდუქტების მოხმარების კლება COVID შეზღუდვებთანაა დაკავშირებული

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით,2020 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,08  ათასი ტონა, რაც 1,26 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (20,34 ათასი ტონა) შედარებით. 2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 5,59 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 3,26 ათასი ტონა (17,1%); გერმანია – 1,66 ათასი ...

Read More »
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

OPEC-ი ნავთობზე მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს

OPEC-ი წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს. ნავთობკარტელის პროგნოზით, 2021 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება 5,9 მლნ. ბარელით, დღე/ღამეში 95,9 მლნ ბარელამდე გაიზრდება, მაშინ როდესაც, კრიზისულ 2020 წელს ვარდნა დღიურად 9,8 მლნ ბარელი იყო. OPEC-ის გენერალურმა მდივანმა მუჰამმედ ბარკინდომ ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2021 წელს სავარაუდოდ, 4.4%-ით გაიზრდება, რაც დიდი  მიღწევაა გლობალური ეკონომიკისთვის. ბარკინდოს აზრით, ნავთობინდუსტრია დღეისათვის 12,6 ტრილიონი აშშ ...

Read More »

2020 წელს საავიაციო ნავთის იმპორტი 44,6%-ით შემცირდა

2020 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 56,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 45,4 ათასი ტონით ანუ 44,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8 ათასი ტონა) შედარებით. 2020 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 78,5%-ი (44,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 15,8%-ი (8,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 3,9%-ი (2,2 ათასი ტონა) – რუმინეთიდან; 1,8%-ი (1,0 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან.

Read More »