რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მნიშვნელოვნად შემცირდა.
2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 40.9%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 66.391 მილიარდი დოლარი.
ამ პერიოდში ბენზინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 14%-ით შემცირდა, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტიდან – 15,3%-ით.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში “გაზპრომის” შემოსავალი გაზის ექსპორტიდან 44.4%-ით შემცირდა (19.038 მილიარდი დოლარამდე) გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.