საუდის არაბეთი და “ოპეკის +”-ის რიგი ქვეყნები თებერვლიდან შეამცირებენ ნავთობის მოპოვებას 1,425 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში, როგორც ”კეთილი ნების” ჟესტი, რაც ნავთობის მსოფლიო მოთხოვნის დაახლოებით 1,5% -ს შეადგენს, იუწყება ინტერფაქსი.
იანვრის თვის დასაწყისში “ოპეკი +”-ის ქვეყნების პოზიციები თებერვლის თვიდან მოპოვების დონის სტრატეგიასთან დაკავშირებით განსხვავებულია – “ოპეკი +”-ის ქვეყნების უმეტესობა მხარს უჭერს შეზღუდვების იანვრის თვის ოდენობის შენარჩუნებას, რუსეთი და ყაზახეთი – მოპოვების ეტაპობრივი ზრდის მომხრე არიან.
შედეგად მიღებულ იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება: “ოპეკი +”-ის ყველა ქვეყანა უცვლელს დატოვებს შეზღუდვების იანვრის დონის თებერვლისა და მარტის თვეში, გარდა რუსეთისა და ყაზახეთისა, რომელთაც შეუძლიათ თებერვალში გაზარდონ მოპოვება, შესაბამისად, 65 ათასი ბარელით/დღეში და 10 ათასი ბარელით/დღეში და ამავე ოდენობით მარტის თვეშიც.
3 თებერვალს გაიმართება “ოპეკი +”-ის მინისტრების სამონიტორინგო კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილება სიტუაცია ბაზარზე, ასევე ქვეყნების მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულება.