მე–4 კვარტლის შედეგებით აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობკომპანიის – Chevron Corp.–ის სუფთა ზარალმა შეადგინა 665 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 0,33 დოლარი თითო აქციაზე, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 6,61 მილიარდი დოლარის, ანუ 3,51 დოლარი თითო აქციაზე მაჩვენებელტან შედარებით.
შემოსავალი ოქტომბერ-დეკემბრის თვეებში შემცირდა 30%-ით – 25,246 მილიარდ დოლარამდე, წინა წლის 36.35 მილიარდი დოლარის მაჩვენებელთან შედარებით.
2020 წლის შედეგებით კომპანიამ დააფიქსირა ყველაზე მნიშვნელოვანი სუფთა ზარალი ბოლო 4 წლის განმავლობაში. მან შეადგინა 5,543 მილიარდი დოლარი, წინა წლის 2,924 მილიარდი დოლარის ოდენობის სუფთა მოგების საპირისპიროდ. შემოსავალი შემცირდა 35%-ით და შეადგინა 94,692 მილიარდი დოლარი.
Chevron–ის მოპოვებამ მეოთხე კვარტალში შეადგინა 3,28 მილიონი ბარელი სანავთობო ექვივალენტი დღეში, რაც 6%–ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ეს ძირითადად განპირობებულია კომპანია Noble Energy–ის შეძენით, ნათქვამია ანგარიშში. 2020 წელს წარმოება გაიზარდა 1%-ით.
გასულ წელს Chevron-ის კაპიტალდაბანდება დაეცა 13.5 მილიარდ დოლარამდე 2019 წლის 21 მილიარდი დოლარის მაჩვენებელთან შედარებით.