Tag Archives: #კრიპტოვალუტა

ბიტკოინის მაინერებმა 2021 წელს $15 მილიარდი გამოიმუშავეს

The Block Research-ის ანგარიშის თანახმად, ყველაზე პოპულარული ციფრული აქტივის, ბიტკოინის მაინერებმა 2021 წელს 15 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს. The Block Crypto-ს ცნობით, მაინინგიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს გასულ წელთან შედარებით 206%-ით გაიზარდა. „აღსანიშნავია, რომ მაინინგ კომპანიები  დაგროვილი ციფრული აქტივების ნაწილს ყიდიან, ხოლო მათ მიერ მოპოვებული მონეტების ნაწილს ინახავენ“, – წერს გამოცემა. ხსენებული ანგარიშის თანახმად,  მაინინგის სავარაუდო შემოსავალმა პიკს  მარტში მიაღწია, როდესაც მაინერებმა  დაახლოებით ...

Read More »

ჯეკ დორსის თქმით, ბიტკოინი ამერიკულ დოლარს ჩაანაცვლებს

Twitter-ის თანადამფუძნებლისა და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის განცხადებით, ბიტკოინი ამერიკულ დოლარს ჩაანაცვლებს. მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტის ფასი საერთო ჯამში საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეში მისი ღირებულება 30%-ით შემცირდა. ამან თავის მხრივ გავლენა მოახდინა ეთერიუმზე, რომლის ფასმაც 20%-ით დაიკლო. ჯეკ დორსის განცხადების შემდეგ ბიტკოინი მალევე გაძვირდა და ბოლო დღეების ფასის კლების ტენდენცია შეიცვალა. ...

Read More »

რუსეთში, შესაძლოა, კრიპტოვალუტები აიკრძალოს

რუსეთის ცენტრალური ბანკი ქვეყანაში კრიპტოვალუტაში ინვესტიციების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ Report.ge წერს. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ კრიპტო ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა რუსეთის ფედერაციის ფინანსური სტაბილურობისთვის რისკებს შეიცავს. ახალი რეგულაციების შემუშავებისთვის ცენტრალური ბანკი  ბაზრის მონაწილეებთან და ექსპერტებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აკრძალვა გავრცელდება კრიპტოვალუტის ახალ შესყიდვებზე, მაგრამ არა წარსულში შეძენილ ციფრულ აქტივებზე. 13 დეკემბერს რუსეთის ბანკმა გამოაქვეყნა დირექტივის პროექტი, რომელიც აფართოებს საინვესტიციო აქტივების სიას ...

Read More »

პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებული 4 ბიტკოინმომპოვებელი კომპანიის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის მოცულობა 336%-ით არის გაზრდილი

გუშინ, 16 დეკემბერს, ესკომ ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ ნოემბრის თვის მონაცემები გამოაქვეყნა. ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში თბოსადგურების, ქარის ელექტროსადგურის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებულია 11 452,2 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 11,9%-ით მეტია. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში მომხმარებელს 12 406,7 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 468,4 მლნ კვტსთ-ით ანუ 13,4%-ით მეტია მიმდინარე ...

Read More »

ავსტრალიის ტროპიკული სანაპირო კრიპტოვალუტაზე იყიდება

ავსტრალიის შტატ ქუინსლენდში მიწა კრიპტოვალუტაზე პირველად იყიდება. ოჯახი, რომელიც 65 ჰექტარ ტერიტორიას ფლობს, 30 ბიტკოინს ან 440 ეთერიუმის მონეტას ითხოვს. ABC News-ის ცნობით, გასაყიდ ტერიტორიას ერთი და იმავე ოჯახის რამდენიმე თაობა ფლობდა. მისი ამჟამინდელი მფლობელი, ჯონ დე კოსტა აცხადებს, რომ ამ ადგილის 2,2 მლნ დოლარად გაყიდვას ხუთი წლის განმავლობაში ცდილობდა. 65,5 ჰექტარი ფართობის Aquila Cove მარჯნის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ მაკეიდან ...

Read More »

2022 წელს კრიპტო ინვესტიციების ზრდას ვარაუდობენ

2021 წელი ინსტიტუტების მიერ კრიპტოვალუტების საბოლოოდ მიღების წელი იყო. ახლა საინვესტიციო მენეჯერები ამბობენ, რომ აქტივების კლასი მომავალ წელს დიდი გაყიდვისთვის მზადაა. გამოკითხული ინსტიტუტების თითქმის სამი მეოთხედი ამბობს, რომ ციფრული აქტივები 2022 წელს დიდი კორექტირების კანდიდატია. Natixis Investment Managers-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ისინი საცალო ინვესტორებისთვის შესაბამისი ინვესტიცია არ არის. ამავდროულად, ყველა გამოკითხული ინსტიტუტის 28% ამჟამად კრიპტოვალუტებში ინვესტიციებს ახორციელებს. მათგან, თითქმის მესამედმა განაცხადა, ...

Read More »

“ბიტკოინის ღირებულება მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება”

კრიპტო აქტივების ბაზარი და ბიტკოინის ღირებულება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამის შესახებ კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჯაომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ გრძელვადიანისგან განსხვავებით, მოკლევადიანი პროგნოზების გაკეთება გაცილებით რთულია. „ყოველთვის რთულია რაიმე სახის მოკლევადიანი პროგნოზების გაკეთება. რაც მთავარია, ბაზრის მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ღირებულების ზრდას გულისხმობს. მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში ინდუსტრია გაიზრდება,  განაგრძობს ზრდას და მასთან ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულება გაიზარდა

სავაჭრო ბირჟაზე ბიტკოინის ფასი გასული დღე-ღამის განმავლობაში 5,09%-ით გაიზარდა. Binance-ის ბირჟაზე კრიპტოვალუტის ღირებულება 51,2 ათას აშშ დოლარს შეადგენს. 4 დეკემბერს ბიტკოინის კურსი  დაახლოებით 20%-ით, 42 ათას დოლარამდე დაეცა. ხოლო კრიპტოვალუტის ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 16%-ით, 2 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. ბიტკოინმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »

ბიტკოინის ფასი მცირდება

ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე დღის განმავლობაში კიდევ 0.85%-ით დაეცა. ამას მოწმობს Binance-ის ბირჟის მონაცემები. კრიპტოვალუტის ფასი ამ დროისათვის  48,931.92 აშშ დოლარს შეადგენს. ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნულზე საარაუდოდ ინდოეთში კრიპტოვალუტების სრულად აკრძალვამ მოახდინა გავლება. შეგახსენებთ, რომ მანამდე, ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა აკრძალა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება. ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალულია ჩინეთშიც.

Read More »

აფხაზმა სამართალდამცველებმა 93 კრიპტომაინინგ აპარატი ამოიღეს

აფხაზეთის დე ფაქტო სტრუქტურებმა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სტანდარტების, სამომხმარებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტმა 93 კრიპტომაინინგ აპარატი ამოიღეს. ამასთან, დე ფაქტო სამართალამცველებმა გამოავლინეს და დალუქეს მაინინგ-აპარატურის სარემონტო საამქრო. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს. აფხაზეთის ენერგოსისტემასთან „უკანონო მიერთების ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით“ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, კრიპტოვალუტის მოპოვების რამდენიმე ობიექტი და მფლობელი დადგინდა: გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნიში – ...

Read More »