The Block Research-ის ანგარიშის თანახმად, ყველაზე პოპულარული ციფრული აქტივის, ბიტკოინის მაინერებმა 2021 წელს 15 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს.
The Block Crypto-ს ცნობით, მაინინგიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს გასულ წელთან შედარებით 206%-ით გაიზარდა.
„აღსანიშნავია, რომ მაინინგ კომპანიები დაგროვილი ციფრული აქტივების ნაწილს ყიდიან, ხოლო მათ მიერ მოპოვებული მონეტების ნაწილს ინახავენ“, – წერს გამოცემა.
ხსენებული ანგარიშის თანახმად, მაინინგის სავარაუდო შემოსავალმა პიკს მარტში მიაღწია, როდესაც მაინერებმა დაახლოებით 1,75 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს.