გუშინ, 16 დეკემბერს, ესკომ ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ ნოემბრის თვის მონაცემები გამოაქვეყნა.
ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში თბოსადგურების, ქარის ელექტროსადგურის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებულია 11 452,2 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 11,9%-ით მეტია.
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში მომხმარებელს 12 406,7 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 468,4 მლნ კვტსთ-ით ანუ 13,4%-ით მეტია
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემების მიხედვით ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი პირდაპირი მომხმარებლები არიან:
„ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა” – 842,2 მლნ კვტსთ
„ბი ეფ დი ესი” – 395,2 მლნ კვტსთ
„ჯორჯიან მანგანეზი” – 311,3 მლნ კვტსთ
„რუსთავის აზოტი” – 228,5 მლნ კვტსთ
„ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია” – 185,9 მლნ კვტსთ
კრიპტოვალუტის მომპოვებელი კომპანია „ბი ეფ დი სის” მიერ იანვარ-ნოემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა შარშანდელ იანვარ-ნოემბერთან შედარებით გაზრდილია 260%-ით.
საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირებულ ოთხ ბიტკოინმომპოვებელ კომპანიას მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში მიეწოდა 481,4 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 338%-ით მეტია 2020 წლის იანვარ-ნოემბერში მიწოდებულ მოცულობასთან (109,9 მლნ კვტ.სთ) შედარებით, თუმცა 32%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის იანვარ-ნოემბერში იყო მოხმარებული (675,4 მლნ კვტსთ).
წყარო: ipress.ge