Tag Archives: #გაზი

ევროპაში რუსულ გაზს მალე ამერიკული ჩაანაცვლებს

ევროპა რეკორდული ტემპით ავსებს გაზის საცავებს

მაისში ევროპამ მიწისქვეშა საცავებში რეკორდული რაოდენობის გაზი და თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) გაუშვა. ამის შესახებ იტყობინება TASS-ი, გაზის ინფრასტრუქტურის ევროპის (GIE) ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენს ევროპული გაზის ინფრასტრუქტურის ოპერატორების ინტერესებს. ევროპულ გაზსაცავებს მაისში დაემატა 15,6 მილიარდი კუბური მეტრი, რაც 52%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 11,5%-ით მეტი 2018 წლის მაისის წინა რეკორდთან შედარებით. 31 მაისისთვის ევროპის საწყობებში ...

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

„გაზპრომმა” მიმდინარე წლის 5 თვეში შარშანდელთან შედარებით 4,8%-ით ნაკლები გაზი მოიპოვა

მიმდინარე წლის ხუთ თვეში „გაზპრომმა” 211,4 მლრ კუბ მ გაზი აწარმოვა, რაც 4,8%-ით (10.6 მლრ კუბ მ) ნაკლებია შარშანდელთან შედარებით. „გაზპრომი” აღნიშნავს, რომ შარშანდელ დონეზე დარჩა გაზის მიწოდება შიდა ბაზარზე, ჩინეთის მიმართულებით კი გაიზარდა. მნიშვნელოვნადაა შემცირებული გაზის მიწოდება შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში (იგულისხმება ევროპის ქვეყნები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გამოკლებით). ხუთი თვის განმავლობაში ამ ქვეყნებს 61 მლრ კუბ მ გაზი მიეწოდათ, 27.6%-ით ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

“აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად. გაგრძელდა 2019-2021 წ.წ. გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები”, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა. “დღეის მდგომარეობით, გეგმის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა 68500-ზე მეტ პოტენციურ აბონენტს, 300-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 43 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9200-ზე მეტი ოჯახისათვის. 2021 წლის 28 ...

Read More »

მაკრონი: ემბარგო შესაძლოა, რუსულ გაზსაც შეეხოს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, 2022 წლის ბოლოსთვის ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს 92%-ით შეამცირებს. ამის შესახებ Ouest-France წერს. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ემბარგო შესაძლოა, რუსულ გაზსაც შეეხოს. მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი იმუშავებს უკრაინული მარცვლეულის მიწოდების განბლოკვაზე. მან ასევე დაადასტურა, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი რუს ოლიგარქებზეც გავრცელდება, რუსული ”სბერბანკი” კი SWIFT-დან გაითიშება. ევროსაბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთის ...

Read More »

გიორგი ფანგანი: გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფის ზრდის საფრთხე არ არის

მიმდინარე წელს გაზის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის. როგორც “ბიზნესპარტნიორთან” სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა განმარტა, მართალია კომერციული ტარიფები იზრდება, თუმცა ამავდროულად იზრდება მოხმარება, რაც სამომხმარებლო ტარიფების შენარჩუნების ერთ-ერთი საფუძველია. “გაზის ფასის ზრდა შეეხებათ კომერციულ მმხმარებლებს. მათ, ვისი ტარიფებიც არის დარეგულირებული, ანუ არ დგინდება კომისიის მიერ. თუმცა, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვართ. მით უმეტეს, რომ ფასის ზრდას გარკვეული პროცედურები ...

Read More »
გაზგასამართი სადგურები მძღოლებს ყვლეფენ

ბოლო 3-4 თვეში თხევადი გაზი 60 თეთრით გაიაფდა

ზედიზედ მეოთხე თვეა, თხევადი გაზის (LPG) ფასი მცირდება, რამაც მომხმარებელი საგრძნობლად გამოაცოცხლა. თხევადი აირის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ნიკა ხოფერია ,,კომერსანტთან” აცხადებს, რომ ბიზნესისთვის განსაკუთრებით 2021 წელი იყო პრობლემური, რამაც ინდუსტრია დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა.  ხოფერიას თქმით, მკვეთრი გაძვირების გამო ბაზარმა მომხმარებელთა დიდი ნაწილი დაკარგა, დღესდღეობით კი სექტორი მდგომარეობიდან გამოსვლას ახერხებს, ამ მხრივ ფასების კლებამ დიდი გავლენა მოახდინა. ,,ბოლო 3-4 თვეში თხევადი გაზის ...

Read More »

ილჰამ ალიევი: კასპიის გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულ დონეზეა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, 27-ე საერთაშორისო გამოფენის „კასპიის ნავთობისა და გაზის“ გახსნაზე განაცხადა, რომ კასპიის გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულ დონეზეა. აზერბაიჯანი გეგმავს არსებული მილსადენების, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და ტრანსანატოლიის გაზსადენების (TANAP), ასევე ტრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) სიმძლავრის გაფართოებას. ეს გაზსადენები ქმნიან სამხრეთ გაზის დერეფანს (SGC). დამოუკიდებლობის პერიოდში ენერგეტიკის სფეროში აზერბაიჯანის მიღწევებზე საუბრისას ალიევმა აღნიშნა, რომ თურქეთთან და საქართველოსთან ერთად განხორციელებული რეგიონული ინიციატივები, ახლა გლობალური ...

Read More »
გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

შვედეთი ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას კრძალავს

შვედეთის პარლამენტმა ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების აკრძალვისა და ალუმინის მოპოვების წესების გამკაცრებაზე მთავრობის წინადადება დაამტკიცა. ამის შესახებ დაწესებულების ვებგვერდზეა ნათქვამი. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ქვანახშირის, ლიგნიტის, ნედლი ნავთობის, ფიქლის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაზე ქვეყანა ნებართვებს აღარ გასცემს. ეს ცვლილებები გარემოსდაცვით კოდექსში 2022 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

Read More »

ევროპაში გაზის ყველაზე დიდი მარაგი პოლონეთს აქვს

იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ყოველდღე უწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას, საინტერესოა, რა სიტუაციაა მარაგების კუთხით კონტინენტის ქვეყნებში. როგორც აღმოჩნდა, პოლონეთს აქვს გაზის მარაგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში. მისი საცავების 95 პროცენტი სავსეა, რაც მთლიანობაში 3,35 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ხსენებული მონაცემთ, პოლონეთის ბუნებრივი აირის მარაგი ორჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო 46 პროცენტიან მაჩვენებელს. გაერთიანების ყველა ქვეყანა, რომელიც ავრცელებს ანგარიშს ...

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

“გაზპრომმა” განაცხადა, რომ Shell-თან დადებული კონტრაქტით გერმანიას გაზს აღარ მიაწვდის

იმის გამო, რომ ბრიტანულმა კომპანია Shell Energy Europe Limited-მა უარი თქვა რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე, “გაზპრომ ექსპორტი” მას 1 ივნისიდან გაზს არ მიაწვდის. ამის შესახებ გაზპრომმა 31 მაისს Telegram-ში განაცხადა. “Shell Energy Europe Limited-მა აცნობა “გაზპრომ ექსპორტს”, რომ იგი არ აპირებს გადაიხადოს გადასახდები რუბლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების და “გაზპრომ ექსპორტის” მიერ შეთავაზებული სქემის შესაბამისად. ამ კონტრაქტით მიწოდების მაქსიმალური ...

Read More »