აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

“გაზპრომმა” განაცხადა, რომ Shell-თან დადებული კონტრაქტით გერმანიას გაზს აღარ მიაწვდის

იმის გამო, რომ ბრიტანულმა კომპანია Shell Energy Europe Limited-მა უარი თქვა რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე, “გაზპრომ ექსპორტი” მას 1 ივნისიდან გაზს არ მიაწვდის. ამის შესახებ გაზპრომმა 31 მაისს Telegram-ში განაცხადა.

“Shell Energy Europe Limited-მა აცნობა “გაზპრომ ექსპორტს”, რომ იგი არ აპირებს გადაიხადოს გადასახდები რუბლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების და “გაზპრომ ექსპორტის” მიერ შეთავაზებული სქემის შესაბამისად. ამ კონტრაქტით მიწოდების მაქსიმალური წლიური მოცულობა შეადგენს 1,2 მლრდ მ³”, – ნათქვამია ანგარიშში.

“გაზპრომი” აცხადებს, რომ 31 მაისის სამუშაო დღის ბოლოს (ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადა), “გაზპრომ ექსპორტს” არ მიუღია აპრილის თვეში გაზის მიწოდების საფასური Shell Energy Europe Limited-ისგან.

“ამასთან დაკავშირებით, “გაზპრომ ექსპორტმა” შეატყობინა Shell Energy Europe Limited-ს ამ კონტრაქტით გაზის მიწოდების შეჩერების შესახებ 2022 წლის 1 ივნისიდან, სანამ გადახდა არ განხორციელდება დადგენილი წესით“, – ხაზგასმით აღნიშნავენ რუსულ კომპანიაში.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply