იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ყოველდღე უწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას, საინტერესოა, რა სიტუაციაა მარაგების კუთხით კონტინენტის ქვეყნებში.
როგორც აღმოჩნდა, პოლონეთს აქვს გაზის მარაგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში. მისი საცავების 95 პროცენტი სავსეა, რაც მთლიანობაში 3,35 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.
ხსენებული მონაცემთ, პოლონეთის ბუნებრივი აირის მარაგი ორჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო 46 პროცენტიან მაჩვენებელს.
გაერთიანების ყველა ქვეყანა, რომელიც ავრცელებს ანგარიშს – პლუს სერბეთი, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი – იუწყებიან, რომ მათი მარაგების მოცულობა გაზსაცავებში ყოველდღიურად დაახლოებით 0,5 მილიარდი კუბური მეტრით იზრდება, რაც ევროკავშირში ყოველდღიური მთლიანი მოხმარების ნახევარია.
მარაგების 60 პროცენტიან ზღვარს ესპანეთი, პორტუგალია და ჩეხეთი აღწევენ, სადაც ფაქტობრივი მარაგები წლიური მოხმარების თითქმის მეოთხედს შეადგენს.
გარდა ამისა, საფრანგეთს აქვს რეზერვების 50 პროცენტზე მეტი, რაც მისი შიდა წლიური მოხმარების 14 პროცენტის ექვივალენტია.