Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

კოლუმბია მზადაა გაზარდოს დასავლეთისთვის ენერგორესურსების მიწოდება რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად

კოლუმბია მზადაა, შეასრულოს ცენტრალური როლი დასავლეთის ქვეყნების ენერგორესურსებით მომარაგებაში, – ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ CNN-ს განუცხადა. „ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებმა ზუსტად იციან, რომ ვეღარ დაეყრდნონ რუსეთიდან ენერგორესურსების მოწოდებას. შეუძლია თუ არა კოლუმბიას წვლილი შეიტანოს საკითხის გადაწყვეტაში? პასუხი არის დიახ,” – აღნიშნა პრეზიდენტმა. მან ჩამოთვალა სამი სფერო, სადაც კოლუმბია მზად იქნება გაზარდოს წარმოება: ნავთობისა და გაზის ტრადიციული მოპოვება, განახლებადი ...

Read More »

უმსხვილესი ნავთობტრეიდერი Vitol რუსული ნავთობით ვაჭრობას შეწყვეტს

შვეიცარულ-ჰოლანდიური უმსხვილესი კერძო ნავთობტრეიდერი, Vitol Group რუსული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას წლის ბოლომდე შეწყვეტს. ამის შესახებ Bloomberg-ი კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს წყარო ამბობს, რომ Vitol-ის მიერ გადამუშავებული რუსული ნავთობის მოცულობა მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან მცირდება მიმდინარე სახელშეკრულებო ვალდებულებებიც. კომპანია აპირებს, შეწყვიტოს ნედლი ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა და მოელის, რომ ეს 2022 წლის ბოლომდე მოხდება. Vitol Group 1966 წელს ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 13 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  104,64  (+  6,16)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100,60  (+  6,31)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 12 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.02 (+6.54)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.78 (+6.49)  დოლარი/ბარელზე

Read More »

მიუხედავად ფასის 35 დოლარით შემცირებისა, ინდურმა კომპანიამ რუსული Urals-ის ნავთობი ტენდერიდან ამოიღო

ინდოეთის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანა Indian Oil Corporation-მა, ბოლო ტენდერის ფარგლებში, რამდენიმე მაღალგოგირდიანი ხარისხის ნავთობის, მათ შორის რუსული Urals-ის ნედლეულის შესყიდვაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, Indian Oil-მა ბაზრის მონაწილეებს აცნობა, რომ ტენდერში, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს, Das-ის, Eugene Island-ის, Thunder Horse-ისა და Urals-ის ნავთობი აღარ შედის. Indian Oil ნედლეულის იმპორტს თავისთვის და შვილობილი კომპანია Chennai Petroleum-ისთვის ...

Read More »

მთვრალაშვილი: ამ ეტაპზე რეგულარის ₾3-მდე გაიაფება შეუძლებელია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, გლობალურ ბაზრებზე დაწყებული საწვავის გაიაფება საქართველოზეც აისახება, თუმცა ეს მყისიერად ვერ მოხდება. მას დაკონკრეტება უჭირს, რამდენით შემცირდება ფასები, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რეგულარის ტიპის ბენზინის 3 ლარამდე გაიაფება მოსალოდნელი არ არის. „ჯერ კიდევ გაყიდვაშია მაღალი ფასით იმპორტირებული საწვავი. ეს განაპირობებს, რომ ფიქსირდება ისტორიულად მაღალი ფასი საწვავზე საქართველოში. საწვავის გაიაფების გლობალური პროცესი უკვე ...

Read More »

ნავთობზე სრულ ემბარგოს ომის შეჩერება შეუძლია – პუტინის ყოფილი მრჩეველი

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყოფილი მთავარი მრჩეველი ეკონომიკის მიმართულებით ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან რუსულ ენერგიაზე „ნამდვილმა ემბარგომ“, შესაძლოა, უკრაინაში ომი შეაჩეროს. ანდრეი ილარიონოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ქვეყნების მუქარას ენერგიის მოხმარების შემცირების შესახებ სერიოზულად არ უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა რუსულ წყაროებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, ის ქვეყნისგან ნავთობისა და გაზის ყიდვას მაინც აგრძელებს. გასულ წელს გაზრდილი ფასების წყალობით, ნავთობისა და გაზის გაყიდვებმა რუსეთის ...

Read More »

ზელენსკი: უკრაინას არ აქვს ლოდინის დრო… ნავთობის ემბარგო უნდა იყოს პირველი ნაბიჯი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთმა რუსულ ნავთობზე ემბარგო უნდა დააწესოს. “უკრაინას არ აქვს ლოდინის დრო. თავისუფლებას არ აქვს ლოდინის დრო. როცა ტირანია იწყებს აგრესიას ყველაფრის წინააღმდეგ, საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება. საჭიროა პრინციპული მოქმედება და ნავთობის ემბარგო უნდა იყოს პირველი ნაბიჯი. განსაკუთრებით ყველა დემოკრატიული ქვეყნის დონეზე, მთელი ცივილიზებული სამყაროს დონეზე. შემდეგ რუსეთი ამას იგრძნობს, მაშინ მათთვის ეს იქნება არგუმენტი, რომ მშვიდობის ...

Read More »

ბორელმა კიევში რუსულ ენერგორესურსებზე სანქციები დააანონსა

ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უკრაინაში მისი ინტერვენციის გამო. ამის შესახებ 8 აპრილს კიევში ვიზიტისას, საგარეო ურთიერთობის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. “ჩვენ სანქციებს ვუწესებთ რუსეთს და ასე გავაგრძელებთ. თქვენ გვითხარით, რომ მეტი სანქციები დაგვეწესებინა. გვესმის თქვენი და ვიცით, რომ მართალი ხართ. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება რუსეთის ეკონომიკას და ჩვენ ამას გავაკეთებთ”, ...

Read More »

აშშ-ის სენატმა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთიდან ნებისმიერი ენერგომატარებლის იმპორტს კრძალავს. აშშ-ის სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, კენჭისყრა ერთსულოვანი იყო: დოკუმენტს ორივე პარტიის 100-ვე სენატორი მიემხრო. მანამდე სენატორებმა რუსეთსა და ბელარუსს სავაჭრო სფეროში დახმარების მიმღები ქვეყნების სტატუსი ჩამოართვეს. ამასთან, კანონპროექტს ხელახლა შემოაქვს ე.წ „მაგნიტსკის კანონით“ ადრე დაწესებული სანქციები – მოსკოვის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. „მაგნიტსკის სიაში“ აშშ-ს წლებია შეყვანილი ...

Read More »