ზელენსკი: უკრაინას არ აქვს ლოდინის დრო… ნავთობის ემბარგო უნდა იყოს პირველი ნაბიჯი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთმა რუსულ ნავთობზე ემბარგო უნდა დააწესოს.

“უკრაინას არ აქვს ლოდინის დრო. თავისუფლებას არ აქვს ლოდინის დრო. როცა ტირანია იწყებს აგრესიას ყველაფრის წინააღმდეგ,

საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება. საჭიროა პრინციპული მოქმედება და ნავთობის ემბარგო უნდა იყოს პირველი ნაბიჯი. განსაკუთრებით ყველა დემოკრატიული ქვეყნის დონეზე, მთელი ცივილიზებული სამყაროს დონეზე. შემდეგ რუსეთი ამას იგრძნობს, მაშინ მათთვის ეს იქნება არგუმენტი, რომ მშვიდობის ძიება დაიწყოს და უშინაარსო ძალადობა დასრულდეს”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Leave a Reply