Tag Archives: #აირი

ბრიტანეთმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 2023 წლის პირველი იანვრიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო. “2023 წლის პირველი იანვრიდან დიდი ბრიტანეთი სრულად წყვეტს რუსული თხევადი გაზის იმპორტს და მხარს უჭერს სხვა ქვეყნებს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაში”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესა და შემზღუდავი ...

Read More »

მოლდოვა ენერგოკრიზისის ზღვარზე – „გაზპრომმა“ რესპუბლიკას გაზის მიწოდება 50%-ით შეუმცირა

მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, ანდრეი სპინუს განცხადებით, “გაზპრომი” რესპუბლიკას ნოემბერში დღეში მხოლოდ 5,7 მილიონ კუბური მეტრ გაზს მიაწვდის, რაც ხელშეკრულებით შეთანხმებული მოცულობის 51%-ია. ამის შესახებ მან Telegram-ში დაწერა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიწოდებული რუსული გაზის მოცულობა შემდეგნაირად გადანაწილდება: მარჯვენა სანაპიროზე დღეში – 3,4 მლნ კუბური მეტრი, ხოლო მარცხენა სანაპიროზე 2,3 მლნ კუბური მეტრი. დნესტრისპირეთი ოქტომბერთან შედარებით 40%-ით ნაკლებ მოცულობას ...

Read More »

ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში – რას უნდა ველოდოთ

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი და სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სალომე ჯანელიძე ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ძირითად გამომწვევ ფაქტორებზე საუბრობს და დადებით და უარყოფით მხარეებს აფასებს: „ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ენერგეტიკული ზამთარი დაიწყო, რომელსაც, მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, მომხმარებლები შიშით ელოდებოდნენ. კრიზისი ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, თუმცა, დიდწილად, რუსეთთან ენერგეტიკული სიახლოვის შედეგია, რომელსაც ჯერ კიდევ 70-იან წლებში, ოსტპოლიტიკის ფარგლებში, გერმანიამ ჩაუყარა საფუძველი. ...

Read More »
ერდოღანი: თურქეთი შეძლებს, ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთის ენერგომატარებლებს

„რუსული გაზის ევროპაში განაწილებას თურქეთი უზრუნველყოფს“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა რუსული გაზის ევროპაში განაწილებას „თურქული ნაკადის“ გავლით უზრუნველყოფს. ერდოღანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს. „რუსეთთან ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ უზრუნველყოფთ ბუნებრივი აირის განაწილებას რუსეთიდან ევროპაში თურქული ნაკადის გავლით“, – განაცხადა ერდოღანმა. წყარო: pia.ge

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

გაზის წარმოება აგვისტოში 23%-ით შემცირდა, შიდა მიწოდება კი 29.5%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ბუნებრივი გაზის წარმოებამ მხოლოდ 1 მლნ.მ3 შეადგინა (წინა წელს  1.3 მლნ.მ3 იყო). იმპორტი 126.5 მლნ.მ3, ხოლო შიდა მიწოდება 127.5 მლნ.მ3 გახდა. წელი თვე წარმოება იმპორტი ექსპორტი მარაგების ცვლილება შიდა მიწოდება   აქედან: ელექტროენერგიის წარმოებისათვის 2022 იანვარი 1.4 436.7 – – 438.0 111.3 თებერვალი 1.3 358.4 – – 359.7 96.4 მარტი 1.2 424.1 – – 425.3 111.3 ...

Read More »

დავით ნარმანია – დეკემბერში მარეგულირებელ კომისიას უწევს ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდას არ ველოდებით

ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. „როცა რამე სახის ტარიფზე ინფორმაციას გაიგებთ, ეს მარეგულირებელ კომისიაში აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ, რადგან ჩვენ ვართ ის უწყება, ვინც ტარიფებს ვადგენთ და ყველაზე კარგად ვიცით, როდის რა არის მოსალოდნელი. ვინაიდან მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება სამწლიანი სატარიფო ვადა, მარეგულირებელ ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი, 2023 წლიდან რუსეთისგან თხევად გაზს აღარ იყიდის

დიდი ბრიტანეთი 2023 წლის პირველი იანვრიდან, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტს შეაჩერებს. ამის შესახებ Twitter-ზე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თანამეგობრობის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „2023 წლის პირველი იანვრიდან, დიდი ბრიტანეთი რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეაჩერებს. ჩვენ პუტინს წავართმევთ საშუალებებს მისი უკანონო ომისთვის“, – აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ეკონომიკისთვის კრიტიკულად საჭირო, თითქმის 700 დასახელების საქონლის ...

Read More »
თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

გია არაბიძე: ალიევი ამბობს, რომ 2027 წლისთვის ის შეძლებს 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს ევროპას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს 30 მილიარდამდე

ალიევი ამბობს, რომ 2027 წლისთვის ის შეძლებს 20 მილიარდი კუბური მეტრი მილიარდი გაზი მიაწოდოს ევროპას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს 30 მილიარდამდე, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, 30 მილიარდის 5 %-ი 1,5 მილიარდია, რაც არის ის ოფციური გაზი, რომელსაც საქართველო გატარების შედეგად მიიღებს. „50%-ით გვეზრდება გატარებული გაზის რაოდენობა, რაც ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

აზერბაიჯანმა საქართველოში გაზის ექსპორტი 57%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა 16%-ით გაიზარდა და 5,2 მილიარდი კუბ/მ შეადგინა. როგორც SOCAR-ში აცხადებენ, საანგარიშო პერიოდში ქართულ ბაზარზე 174 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მეზობელ ქვეყანაში (საქართველოში) ექსპორტირებული გაზის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,8%-ით გაიზარდა. წყარო: commersant.ge

Read More »

უკრაინა გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მოპოვებას განაახლებს

უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მოპოვება განახლდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. „უკრგაზდობიჩას“ ინფორმაციით, ამის შედეგად ქვეყანა დღე-ღამეში 500 ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ობიექტთა ნაწილზე გაზის მოპოვება უკვე განახლდა, სხვებზე კი ის განაღმვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება. „სამხედროების დახმარებით იმ საბადოების რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საბრძოლო მოქმედებების ზონაში მდებარეობს, მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენ ნელ-ნელა ვიბრუნებთ ჭაბურღილებზე, ინფრასტრუქტურის ...

Read More »