მოლდოვა ენერგოკრიზისის ზღვარზე – „გაზპრომმა“ რესპუბლიკას გაზის მიწოდება 50%-ით შეუმცირა

მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, ანდრეი სპინუს განცხადებით, “გაზპრომი” რესპუბლიკას ნოემბერში დღეში მხოლოდ 5,7 მილიონ კუბური მეტრ გაზს მიაწვდის, რაც ხელშეკრულებით შეთანხმებული მოცულობის 51%-ია.

ამის შესახებ მან Telegram-ში დაწერა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მიწოდებული რუსული გაზის მოცულობა შემდეგნაირად გადანაწილდება: მარჯვენა სანაპიროზე დღეში – 3,4 მლნ კუბური მეტრი, ხოლო მარცხენა სანაპიროზე 2,3 მლნ კუბური მეტრი. დნესტრისპირეთი ოქტომბერთან შედარებით 40%-ით ნაკლებ მოცულობას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ გაზი გამოიყენება, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოებისთვის. მთავარი მწარმოებელია მოლდოვის სახელმწიფო უდიდესი ელექტრული სადგური, რომელიც დნესტრისპირეთში, დნესტროვსკში მდებარეობს. სადგური, რომელიც 2,520 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ბუნებრივი აირზე, საწვავ ნავთობსა და ნახშირზე მუშაობს.

როგორც სპინუმ აღნიშნა, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია.

„გთხოვთ, გააგრძელოთ ეროვნული ეკონომია. ბევრი კარგი მაგალითი გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პასუხისმგებლობის ადგილი ჯერ კიდევ არის“, – მიმართა მან მოქალაქეებს.

სპინუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1-ელ ნოემბერს ელექტროენერგიის დეფიციტი, დაახლოებით, 4070 მგვტ/სთ

Leave a Reply