თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

გია არაბიძე: ალიევი ამბობს, რომ 2027 წლისთვის ის შეძლებს 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს ევროპას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს 30 მილიარდამდე

ალიევი ამბობს, რომ 2027 წლისთვის ის შეძლებს 20 მილიარდი კუბური მეტრი მილიარდი გაზი მიაწოდოს ევროპას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს 30 მილიარდამდე, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 30 მილიარდის 5 %-ი 1,5 მილიარდია, რაც არის ის ოფციური გაზი, რომელსაც საქართველო გატარების შედეგად მიიღებს.

„50%-ით გვეზრდება გატარებული გაზის რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა აბსოლუტურად დაკმაყოფილებული იქნება, უფრო აქტიურად შეიძლება ქვეყნის გაზიფიკაციის პროცესის გაგრძელება და ჩვენ შევძლებთ ჩვენი თბოელექტროსადგურების დატვირთვას და მინიმიზაციას გავუკეთებთ ელექტროენერგიის იმპორტს, რომელიც გვჭირდება. ნავთობის მიმართულებით ამ პროექტების განხორციელებას მოჰყვება სუფსის ტერმინალის აღდგენა და ბაქო-სუფსის მილსადენის რეაბილიტაცია, აქაც სერიოზული თანხები ჩაიდება, შემოსავალი იქნება, ხალხი დასაქმდება“, – განაცხადა გია არაბიძემ.

Leave a Reply