Tag Archives: #ენერგეტიკა

ბუნებრივი აირის ფასებმა ახალი რეკორდი დაამყარა

ბუნებრივი აირის მსოფლიო ფასებმა ახალი რეკორდი დაამყარა და 2018 წლის შემოდგომის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. აღნიშულის შესახებ “კომერსანტი” იუწყება. საგულისხმოა ისიც, რომ ანალიტიკოსები ტენდენციის შენარჩუნებას წლის ბოლომდე ელიან. აპრილის დასაწყისისთვის, ევროპულ ბაზარზე ათასი კუბური მეტრი გაზის საშუალო ფასი 250 დოლარს აჭარბებს. ჰოლანდიური TTF ვაჭრობს ფიუჩერსებით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიწოდების თარიღით, რომლის ღირებულებაც 21 ევროა ერთ მეგავატ საათში. ექსპერტები დარწმუნებულნი ...

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

მსოფლიოში განახლებადი ენერგიის რეკორდული მოცულობა გამომუშავდა

2020 წელს განახლებადი ენერგიის რეკორდული მოცულობა შეიქმნა. ამ მიმართულებით ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩინეთიდან და შეერთებული შტატებიდანაა ჩადებული. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ანგარიშის მიხედვით, განახლებადი ენერგიის წყაროების (RES), ძირითადად ქარისა და მზის ენერგიის, წილმა 2020 წელს შეადგინა ახალი ელექტროენერგიის გამომუშავებელი სიმძლავრეების 82%, ხოლო წინა წლის 73%. ახალი განახლებადი სიმძლავრის ნახევარზე მეტი დამონტაჟდა ჩინეთში – 136 GW. 2020 წლის ბოლოს განახლებადი ენერგიის წყაროების გამომუშავების სიმძლავრეების ...

Read More »
ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

უზრუნველყოფს თუ არა “ნამახვანჰესი” ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო ტარიფს?

„ნამახვანჰესის“ საშუალო შეწონილი ტარიფი ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაახლოებით იგივეა, რაც ბოლო წლების იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი. ჰესის ოპერირების პირველი 10 წლის განმავლობაში საშუალო შეწონილი ტარიფი – 5.3 აშშ ცენტი იქნება. „ნამახვანჰესის“ უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს ე.წ. დღიური რეგულირების სადგურს და შეუძლია დააკმაყოფილოს პიკური მოხმარება დილის და საღამოს საათებში. სწორედ დღის ამ პერიოდში (პიკური მოხმარების დროს) ...

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკება მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება

9 აპრილს საერთაშორისო დიპლომატებმა შეაფასეს ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო 4 დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკება, რომელიც მიმართული იყო 2015 წელს ხელმოწერილი ერთობლივი და მრავლისმომცველ სამოქმედო გეგმის (JCPOA) განახლებისკენ პირველად მას შემდეგ, რაც შეთანხმებიდან 2018 წელს გამოვიდა აშშ-ი. მოლაპარაკებაში მონაწილე დიპლომატებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ შეხვედრა იყო „კონსტრუქციული“ და უზრუნველყოფდა „პოზიტურ იმპულსს“. ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ...

Read More »

“ენგურჰესი” სავარაუდოდ 1-ელ მაისს ამუშავდება

“ენგურჰესის” ხელმძღვანელის ლევან მებონიას განცხადებით, ჰესზე მიმდინარე სამუშაოები ათი პროცენტით წინ უსწრებს გრაფიკით გათვალისწინებულს და “დარწმუნებით შეიძლება უკვე იმის თქმა, რომ 30 აპრილის ღამით და 1-ელ მაისს გამთენიისას სადგური ამუშავდება“. შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესი“ 20 იანვარს სადერივაციო გვირაბში სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერდა. რეაბილიტაციის შემდეგ, ენგურჰესის გამომუშავება წლიურად დაახლოებით 100 მლნ კვტ.სთ-ით გაიზრდება.

Read More »

თბილისის ქუჩების განათება 1850-იანი წლებით თარიღდება

თბილისის ქუჩების განათება 1850-იანი წლებით თარიღდება. განათება ჯერ სანთლებით, შემდგომ კი ნავთისა და გაზის ფანრების საშუალებით ხორციელდებოდა, რომლებიც თუჯის ბოძებზე იყო დამაგრებული. იმ პერიოდის თბილისში ფუნქციონირებდა სადენებისა და ელექტრომოწყობილობების ორი მთავარი მიმწოდებელი კომპანია: „სიმენსი და ჰალსკე” და „შუკერტი და კომპანია”. „სიმენსის” პირველი ფილიალი მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბით, პირველად თბილისში, 1860 წელს გაიხსნა და მას კომპანია „სიმენსის” დამფუძნებლის, ვერნერ ფონ სიმენსის ...

Read More »

„მკაცრად უნდა იქნას დაცული ენგურის რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილების შეთანხმება“

„2021 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში აფხაზეთის მოხმარება ბუნებრივად ნაკლები იქნება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გამომუშავების 40%-ზე. იმავე პერიოდში დანარჩენი საქართველოს მოხმარების დაბალანსებაც უნდა მოხდეს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გაზრდილი გამომუშავების ხარჯზე და არ უნდა ჩავრთოთ თბოსადგურები და არც იმპორტი უნდა განვახორციელოთ, პარალელური რეჟიმის საჭიროებისთვის აუცილებელი ტექნიკური იმპორტის გარდა”, – ამის შესახებ კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს. მისი თქმით, 2021 ...

Read More »
საქართველოში საწვავის ფასების ტოტალური მატება მოსალოდენლი არ არის

ერთ თვეში საწვავის ფასი საშუალოდ 9.4%-ით გაიზარდა

საერთაშორისო მასშტაბით ნავთობზე ფასების ზრდისა და მეორეს მხრივ, ლარის გაუფასურების ფონზე საწვავის ფასი საქართველოში გაიზარდა. ამას ადასტურებს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ერთი თვის განმავლობაში საწვავის საშუალო ფასი 9.4%-ით გაიზარდა. რაც შეეხება უშუალოდ საწვავის ტიპებს: ამ ერთი თვის განმავლობაში Regular 92-ის ფასი 6.87%-ით გაიზარდა და ბაზარზე მისი ღირებულება ერთ ლიტრზე საშუალოდ 2,56 ლარია. გარდა ამისა, გაზრდილია Super 95-ის ფასიც, კერძოდ, ამ ერთ ...

Read More »
ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

მსოფლიოს უდიდესი აქტივების მართვის ფონდი პირველ მწვანე გარიგებას დებს

ნორვეგიის $1.3 ტრილიონის ღირებულების აქტივების მართვის ფონდმა მწვანე ენერგიის ინფრასტრუქტურაში პირველი ინვესტიცია განახორციელა. ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც მას აქტივების კლასში გადასვლის უფლება მისცეს, მსოფლიოს უდიდესი სუვერენული ინვესტიციის მექანიზმი დანიური Orsted-გან 752 მეგავატიანი Borssele 1 & 2 ოფშორული ქარის ელექტროსადგურის 50%-ს შეისყიდის. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, გარიგების ღირებულება 1.4 მილიარდი ევროა. Orsted-ის გარიგება პირველი შემთხვევაა, როცა ფონდი განახლებადი ენერგიის ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

გაყიდის თუ არა „ნამახვანიჰესის“ კომპანია 15 წლის შემდეგაც ელექტროენერგიას საქართველოს ბაზარზე?

ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელიც მოსახლეობას “ნამახვანჰესის” პროექტთან და ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უჩნდება. ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორ კომპანიას არ აქვს ექსპორტზე დაშვების გარანტირებული პირობა ანუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იხელმძღვანელოს. გენერაციის ობიექტების ფუნქციონირება დამოკიდებულია გადაცემის ოპერატორზე, რაც საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელშია. შესაბამისად, სახელმწიფოს დასტურისა და კონტროლის გარეშე ელექტროენერგიის ექსპორტი ვერ განხორციელდება. უკანასკნელ წლებში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი (გარდა გადაუდებელი ...

Read More »