ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელიც მოსახლეობას “ნამახვანჰესის” პროექტთან და ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უჩნდება.
ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორ კომპანიას არ აქვს ექსპორტზე დაშვების გარანტირებული პირობა ანუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იხელმძღვანელოს.
გენერაციის ობიექტების ფუნქციონირება დამოკიდებულია გადაცემის ოპერატორზე, რაც საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელშია.
შესაბამისად, სახელმწიფოს დასტურისა და კონტროლის გარეშე ელექტროენერგიის ექსპორტი ვერ განხორციელდება.
უკანასკნელ წლებში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა) მხოლოდ ზაფხულის წყალუხვობის პერიოდში ხორციელდება და არა ზამთრის დეფიციტის დროს.
თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ენერგოსისტემა მთლიანად ექვემდებარება სტრატეგიულ კონტროლს და პირველ რიგში, ქვეყნის შიდა მოთხოვნასა და საჭიროებებს ემსახურება.
წყარო: “ენერგომომავალი”