Tag Archives: #ნავთობი

რუსეთის მიერ ომის დაწყების გამო, მსოფლიოში ნავთობის ფასები რეკორდულად გაიზარდა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ომის დაწყების გამო, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები რეკორდული ტემპით გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  101.87 (+2.79)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.15 (+2.34)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმი 100 დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,12 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 96,84 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

Urals-ის მარკის რუსული ნავთობის ფასი 2004 წლის მინიმუმამდე დაეცა

რუსული Urals მარკის ნავთობის ფასი ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში მინიმუმამდე დაეცა და 2004 წლის 8 ნოემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდა. Argus Media-ს მონაცემებით, Urals-ის ტიპის საწვავის ფასი ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 0,88 დოლარით დაეცა და ბარელზე 92,87 დოლარი შეადგინა. სააგენტოს შეფასებით, Urals მარკის ნავთობზე მოთხოვნის შემცირება რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა, რადგან ბაზრის მონაწილეები უკრაინაში სიტუაციის გამწვავებას მოელოდნენ. ამასთან, Urals-ის გაიაფება მიწოდების ზრდამ განაპირობა: გადაზიდვების წინასწარი პროგრამის ...

Read More »
რა დაუჯდება ბიუჯეტს დენის ტარიფის სუბსიდირება

„იზრდება გაზის და ნავთობის ღირებულება, ომის ხარჯის ნაწილს ფაქტობრივად თავად დასავლეთი ფარავს“

“სამწუხაროდ, რუსეთისთვის მიყენებული ჯერ-ჯერობით სიმბოლური ზიანი არც უკრაინისთვის და არც ჩვენთვის არავითარი გულის მოფხანის საშუალებას არ იძლევა”, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “სამწუხაროდ, რუსეთისთვის მიყენებული ჯერ-ჯერობით სიმბოლური ზიანი არც უკრაინისთვის და არც ჩვენთვის არავითარი გულის მოფხანის საშუალებას არ იძლევა. 5 ბანკის, 7 ოლიგარქის, კიდევ ერთი 5 იურიდიულის პირის ...

Read More »

IEA თებერვლის თვის ანგარიშში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე სანქციების დაწესებას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს

უკრაინის კრიზისის გამო რუსეთთან მიმართებაში დამატებითი ფინანსური სანქციების დაწესება საყურადღებოა მსოფლიოში სიდიდით მეორე ნავთობის ექსპორტიორის ნავთობის მიწოდებაზე, IEA-ს თებერვლის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „რუსეთი ნავთობის მთავარი მიმწოდებელია ევროპაში. 2021 წელს მოპოვებული რუსული ნავთობის თითქმის 11 მილიონი ბარელიდან/დღეში, ევროპამ განახორციელა დაახლოებით 4 მილიონი ბარელის იმპორტი დღეში“, – აცხადებენ IEA-ის ექსპერტები. „ნავთობის იმპორტიდან, რომელიც შეადგენს დაახლოებით 2,5 მილიონ ბარელს/დღეში, მესამედის მიწოდება ხდებოდა “დრუჟბას” ...

Read More »

ნავთობის ფასის ზრდა 6%-ით დაჩქარდა და 100 დოლარიან ნიშნულს 2014 წლის შემდეგ პირველად გადააბიჯა

2022 წლის 24 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 102,89 (  0.00)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  98  დოლარი/ბარელზე.

Read More »

საუდის არაბეთმა უარყო აშშ-ის თხოვნა ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით

საუდის არაბეთმა არ დააკმაყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის თხოვნა ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით, The Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით”. ამერიკის ლიდერმა ამ თხოვნით მიმართა  იმ მიზნით, რომ მომხდარიყო ენერგომატარებლებზე ფასის შემცირება. როგორც ფოკონმა აღნიშნა, პანდემიის შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ნავთობის ფასი ორჯერ გაიზარდა. ამიტომ, მისი თქმით, ბაიდენმა არაერთხელ მიმართა საუდის არაბეთის ხელისუფლებას.

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 22 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96,84  (+  3,30)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92,35  (+  1,28)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია

პუტინის მიერ 8 წლის წინ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რუბლის კურსი დავარდა, თუმცა ნედლი ნავთობი გაძვირდა. Brent-ის მარკის ნავთობის აპრილის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $98-ს, ამერიკული მსუბუქი ნავთობის მარტის ფიუჩერსულმა ფასმა კი $96-ს გადააჭარბა. მოლოდინები ნეგატიურია და იმისა ალბათობა, რომ $100-იანი ზღვარი გადაილახება, საკმაოდ მაღალი. ბენზინის საცალო ფასს პლატსი განსაზღვრავს, პლატსის ფასი კი თავის მხრივ ნედლი ნავთობის ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

ენერგეტიკის მინისტრი ნავთობის ოპტიმალურ ფასად რუსეთისთვის 55-70 დოლარს მიიჩნევს ბარელზე

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ნავთობის ფასი 55-70 დოლარის ფარგლებში ბარელზე ოპტიმალურია სანავთობო ბაზრისთვის. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის ნიკოლაი შულგინოვის Energy Intelligence-თან ინტერვიუზე დაყრდნობით, რომელიც მან გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტის ფარგლებში გამართა, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ვფიქრობ, რომ ბაზრისათვის ოპტიმალური დონე არის 55-70 დოლარი/ბარელზე“, – განაცხადა მან. შულგინოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთი ზრდის მოპოვებას და მას აქვს მომავალში შემდგომი ზრდის ...

Read More »