რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ნავთობის ფასი 55-70 დოლარის ფარგლებში ბარელზე ოპტიმალურია სანავთობო ბაზრისთვის. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის ნიკოლაი შულგინოვის Energy Intelligence-თან ინტერვიუზე დაყრდნობით, რომელიც მან გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტის ფარგლებში გამართა, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
„ვფიქრობ, რომ ბაზრისათვის ოპტიმალური დონე არის 55-70 დოლარი/ბარელზე“, – განაცხადა მან.
შულგინოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთი ზრდის მოპოვებას და მას აქვს მომავალში შემდგომი ზრდის საშუალება.
„ჩვენ გვაქვს ახალი პროექტები. ვფიქრობთ მოპოვების გაზრდაზე, გეოლოგიურ დაზვერვაზე. ჩვენი სანავთობო სფეროს განვითარების პროგრამა მოიცავს ზრდას და შემდეგ მოცულობების სტაბილიზაციას ჰორიზონტზე 2035 წლამდე“, – განაცხადა მინისტრმა.