IEA თებერვლის თვის ანგარიშში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე სანქციების დაწესებას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს

უკრაინის კრიზისის გამო რუსეთთან მიმართებაში დამატებითი ფინანსური სანქციების დაწესება საყურადღებოა მსოფლიოში სიდიდით მეორე ნავთობის ექსპორტიორის ნავთობის მიწოდებაზე, IEA-ს თებერვლის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

„რუსეთი ნავთობის მთავარი მიმწოდებელია ევროპაში. 2021 წელს მოპოვებული რუსული ნავთობის თითქმის 11 მილიონი ბარელიდან/დღეში, ევროპამ განახორციელა დაახლოებით 4 მილიონი ბარელის იმპორტი დღეში“, – აცხადებენ IEA-ის ექსპერტები.

„ნავთობის იმპორტიდან, რომელიც შეადგენს დაახლოებით 2,5 მილიონ ბარელს/დღეში, მესამედის მიწოდება ხდებოდა “დრუჟბას” მილსადენით. რუსული ნავთობის ექსპორტზე სანქციების შემოღების პოტენციალი ნაკლებად სავარაუდოა, თუნდაც მიმდინარე მაღალი ფასებისა და ბაზარზე გავლენის მასშტაბის გამო, მაგრამ კონფლიქტის ესკალაციამ შეიძლება დაარღვიოს ნავთობის მიწოდების ნაკადები.

ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშაა რუსეთის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 250 ათასი ბარელი/დღეში, რომელიც გადის ტრანზიტით უკრაინის გავლით დრუჟბას ნავთობსადენის სამხრეთ განშტოებით უნგრეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში მისაწოდებლად“, – ნათქვამია მოხსენებაში.

„რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობიდან დაახლოებით 2,35 მილიონი ბარელი/დღეში  ევროპას მიეწოდება სხვა მილსადენებითა და პორტებით. თუ რუსული ნავთობის მიწოდება “დრუჟბას” მილსადენით შეწყდება, როგორც ეს მოხდა 2019 წელს ნავთობის დაბინძურების გამო, ამ ქვეყნებს მოუწევთ ნავთობის მარაგების გამოყენება და მიწოდების ალტერნატიული წყაროების მოძიება“, – ასკვნის IEA.

Leave a Reply