რუსული Urals მარკის ნავთობის ფასი ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში მინიმუმამდე დაეცა და 2004 წლის 8 ნოემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდა. Argus Media-ს მონაცემებით, Urals-ის ტიპის საწვავის ფასი ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 0,88 დოლარით დაეცა და ბარელზე 92,87 დოლარი შეადგინა.
სააგენტოს შეფასებით, Urals მარკის ნავთობზე მოთხოვნის შემცირება რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა, რადგან ბაზრის მონაწილეები უკრაინაში სიტუაციის გამწვავებას მოელოდნენ.
ამასთან, Urals-ის გაიაფება მიწოდების ზრდამ განაპირობა: გადაზიდვების წინასწარი პროგრამის მიხედვით, ბალტიის პორტებიდან, თებერვალთან შედარებით, მარტში მიწოდება დღეში 180 ათასი ბარელით (1,3 მლნ ტონით) გაიზრდება და 1,44 მლნ ბარელს (6,2 მილიონი ტონას) მიაღწევს.
წყარო: bpn.ge