Tag Archives: #ნავთობკომპანიები

მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

Goldman Sachs ნავთობის ფასის 80 დოლარამდე გაზრდას ვარაუდობს

Goldman Sachs მოელის, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში ნავთობის ფასი გაიზრდება 80 დოლარამდე/ბარელზე. ბანკი მიიჩნევს, რომ ბაზარი არ აფასებს მოთხოვნილების აღდგენას ირანიდან მიწოდების შესაძლო აღდგენის შემთხვევაშიც კი. “ნავთობის ფასის ზრდის მიმართ არგუმენტები უცვლელი რჩება, მოთხოვნილების მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით  ვაქცინაციის შედეგად  არაელასტიკური მიწოდების პირობებში”, – ნათქვამია ბანკის ანალიტიკურ განცხადებაში. ივლისის თვეში ირანული ექსპორტის განახლების შესახებ  “აგრესიული” ვარაუდის შემთხვევშიც კი  Brent ტიპის ...

Read More »
The Washington Post - აი, როგორ შეიძლება გაიაფებულმა ნავთობმა მსოფლიო უფრო მშვიდობისმოყვარე და თანამშრომლობისთვის განწყობილი გახადოს

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,66 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,66 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 484,349 მლნ ბარელი – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავრცელებს “ნავთობპროდუქტების იმპოპრტიორთა კავშირი” ბენზინის მარაგები შემცირდა 1,75 მილიონი ბარელით  და შეადგინა  232,481 მლნ ბარელი.დისტილატების მარაგები შემცირდა 3,01 მილიონი  ბარელით  და შეადგინა 129,082 მლნ ბარელი.ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

Read More »
„ირანული გაზის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფასიც უფრო მეტია“

ნავთობის ფასები კავშირშია ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებთან

ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან ბირთვულ მოლაპარაკებებს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის, რადგან მოელიან ირანული ნავთობის განახლებულ მიწოდებას, რის პარალელურადაც იზრდება მოთხოვნა ნავთობზე. ბირთვული შეთანხმების საკითხის გადასაჭრელად მოლაპარაკებები მიმდინარე კვირაში გაგრძელდება ვენაში, რის შედეგადაც შესაძლოა აშშ-მა ირანს ნავთობთან დაკავშირებული სანქციები მოუხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი ზედიზედ მეოთხე თვეა მატულობს, აზიის ზოგიერთ მხარეში, განსაკუთრებით ინდოეთში, გავრცელებული ვირუსი აბალანსებს ფასებს. ჩინეთი, სადაც ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2021 წლის იანვარ-აპრილის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის მაჩვენებელი ბოლო 3 წლის მაქსიმუმზეა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 339,9 ათასი ტონა, რაც 27,0 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (312,9 ათასი ტონა) შედარებით და 20,9 ათასი ტონით ანუ 6,5%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (319 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2021 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების” იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის  26 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68,87 (+  0.22) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.21 (+ 0.14)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  24 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68,60 (+  3.49) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.12 (+ 4.07)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ოპეკი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი 65 დოლარამდე გაიზრდება

“ოპეკი +”-ის შეხვედრა 31 მაისს გადაიდო

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, “ოპეკი +”-ის ქვეყნების ტექნიკური სამონიტორინგო კომიტეტის შეხვედრა გაიმართება 31 მაისს, მინისტრების მონიტორინგისა და “ოპეკი +”-ის მინისტრთა კონფერენციის წინა დღეს. თავდაპირველად, ტექნიკური მონიტორინგის შეხვედრა დაგეგმილი იყო 25 მაისს.  “ოპეკი +”-ის ტექნიკურ კომიტეტში შედიან ექსპერტები ხელშეკრულებაში მონაწილე რვა ქვეყნის შესაბამისი სამინისტროებიდან. ექსპერტები იკრიბებიან ყოველ თვე ვიდეო-კონფერენციის ფორმატში და ამზადებენ ანალიტიკურ ანგარიშს მინისტრთა კოლეგიისთვის სანავთობო ბაზარზე შექმნილ ვითარებაზე. ანგარიშში, როგორც წესი, წარმოდგენილია ...

Read More »

საქართველოს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების იმპორტი 27,5 მილიონი დოლარი დაუჯდა

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველომ აზერბაიჯანიდან 59 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოიტანა, რომელთა ჯამური ღირებულება 27,5 მილიონი აშშ დოლარია. საქსტატის მონაცემებით,  საქართველოში წელს 4-თვეში აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტებიუს იმპორტი გაზრდილია 38,7% -ით.  ცნობისთვის, წელს აზერბაიჯანმა ნავთობპროდუქტების ექსპორტი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად გაზარდა. ქვეყნის საბაჟო დეკლარაციების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანმა 388 311,66 ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტი მოახერხა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 163 მილიონი 409,16 ...

Read More »

პრემიერმინისტრი BP-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი BP-ის რეგიონულ დირექტორ გარი ჯონსსშეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები. აღინიშნა, რომ BP-ს 25 წელია, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, რომელსაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირებისა და საწვავის მიწოდების კუთხით. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა, განიხილოს კომპანიასთან სხვადასხვა საინვესტიციო მიმართულება, მათ შორის, განახლებადი ენერგიის ...

Read More »
საუდის არაბეთი ძირითად ნავთობმომპოვებელ კომპანიას ყიდის

საუდის არაბეთმა 3.5%-ით შეამცირა ნავთობის ექსპორტი

მიმდინარე წლის მარტის თვეში საუდის არაბეთმა 3.5%-ით შეამცირა ნავთობის ექსპორტი წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო მოპოვება – 0,1%-ით, Joint Organization Data Initiative(JODI) მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადეს “ნავთობპროდეუქტების იმპორტრიორთა კავშირი”.  ექსპორტი შემცირდა 5,427 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში თებერვლის თვის  5,625 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. JODI–ის მონაცემებით, საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვებამ მარტის თვეში შეადგინა 8.138 მილიონიბარელი/დღე-ღამეში თებერვლის თვის 8.147 მლნ ბარელია მაჩვენებელთან შედარებით წლიურ გამოხატულებაში  მაჩვენებელი 16.4%-ით შემცირდა.

Read More »