ოპეკი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი 65 დოლარამდე გაიზრდება

“ოპეკი +”-ის შეხვედრა 31 მაისს გადაიდო

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, “ოპეკი +”-ის ქვეყნების ტექნიკური სამონიტორინგო კომიტეტის შეხვედრა გაიმართება 31 მაისს, მინისტრების მონიტორინგისა და “ოპეკი +”-ის მინისტრთა კონფერენციის წინა დღეს.

თავდაპირველად, ტექნიკური მონიტორინგის შეხვედრა დაგეგმილი იყო 25 მაისს.

 “ოპეკი +”-ის ტექნიკურ კომიტეტში შედიან ექსპერტები ხელშეკრულებაში მონაწილე რვა ქვეყნის შესაბამისი სამინისტროებიდან. ექსპერტები იკრიბებიან ყოველ თვე ვიდეო-კონფერენციის ფორმატში და ამზადებენ ანალიტიკურ ანგარიშს მინისტრთა კოლეგიისთვის სანავთობო ბაზარზე შექმნილ ვითარებაზე.

ანგარიშში, როგორც წესი, წარმოდგენილია ბაზრის განვითარების ორი ან მეტი სცენარი წლის ბოლომდე. ანგარიში ხდება საფუძველი მინისტრების მიერ ნავთობის მოპოვების დონის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისათვის შემდეგი თვეების განმავლობაში.

Leave a Reply