„ირანული გაზის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფასიც უფრო მეტია“

ნავთობის ფასები კავშირშია ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებთან

ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან ბირთვულ მოლაპარაკებებს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის, რადგან მოელიან ირანული ნავთობის განახლებულ მიწოდებას, რის პარალელურადაც იზრდება მოთხოვნა ნავთობზე.

ბირთვული შეთანხმების საკითხის გადასაჭრელად მოლაპარაკებები მიმდინარე კვირაში გაგრძელდება ვენაში, რის შედეგადაც შესაძლოა აშშ-მა ირანს ნავთობთან დაკავშირებული სანქციები მოუხსნას.

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი ზედიზედ მეოთხე თვეა მატულობს, აზიის ზოგიერთ მხარეში, განსაკუთრებით ინდოეთში, გავრცელებული ვირუსი აბალანსებს ფასებს. ჩინეთი, სადაც პანდემიიდან სწრაფმა რეაბილიტაციამ სასაქონლო ფასების ზრდა გამოიწვია, აძლიერებს ბრძოლას ფასების ზრდასთან დაკავშირებით.

ამ ფონზე, პანდემიის საფრთხის შემცირების პირობებში გაზრდილი მობილობის შედეგად, იზრდება ნავთობის მოხმარება აშშ-სა და ევროპაში. 

„ვიდრე საწვავზე გლობალური მოთხოვნა არ იქნება სინქრონიზებული, ერთი ბარელი ნავთობის ფასი სავარაუდოდ დარჩება $65-$70 დიაპაზონში”,- განაცხადა ოლე ჰანსენმა, საქსო ბანკის სასაქონლო სტრატეგიის ხელმძღვანელმა. 

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply