ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2021 წლის იანვარ-აპრილის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის მაჩვენებელი ბოლო 3 წლის მაქსიმუმზეა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 339,9 ათასი ტონა, რაც 27,0 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (312,9 ათასი ტონა) შედარებით და 20,9 ათასი ტონით ანუ 6,5%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (319 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის,  2021 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 176,7 ათასი ტონამ ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 163,2 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი  ტიპის ბენზინი – 114,6 ათასი ტონა (64,8%) ; A-95 პრემიუმი  ტიპის ბენზინი – 58,4 ათასი ტონა (33,1%); A-98  სუპერი  ტიპის ბენზინი – 3,7 ათასი ტონა (2,1%);

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 78,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 23,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 73,0 ათასი ტონა – 21,5%;  თურქმენეთი – 71,7 ათასი ტონა – 21,1%; აზერბაიჯანი – 56,8 ათასი ტონა – 16,7%; ბულგარეთი – 36,9 ათასი ტონა – 10,9%; საბერძნეთი – 11,1 ათასი ტონა – 3,3%; თურქეთი – 8,1 ათასი ტონა – 2,4%; ყაზახეთი – 2,5 ათასი ტონა – 0,7%…

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა განპირობებულია ბევრი სხვადასხვა ფაქტორით. მათ შორის უმთავრესია, რომ მიმდინარე წელს მოსალოდნელზე უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენის პროცესი. ასევე აღსანიშნავია, რომ გააქტიურებულია ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (11 ათასი ერთეულით ანუ 12,5%-ით) საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებიც მოიხმარენ დიზელის საწვავს.

Leave a Reply