Goldman Sachs მოელის, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში ნავთობის ფასი გაიზრდება 80 დოლარამდე/ბარელზე. ბანკი მიიჩნევს, რომ ბაზარი არ აფასებს მოთხოვნილების აღდგენას ირანიდან მიწოდების შესაძლო აღდგენის შემთხვევაშიც კი.
“ნავთობის ფასის ზრდის მიმართ არგუმენტები უცვლელი რჩება, მოთხოვნილების მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით ვაქცინაციის შედეგად არაელასტიკური მიწოდების პირობებში”, – ნათქვამია ბანკის ანალიტიკურ განცხადებაში.
ივლისის თვეში ირანული ექსპორტის განახლების შესახებ “აგრესიული” ვარაუდის შემთხვევშიც კი Brent ტიპის ნავთობის ფასი მეოთხე კვარტალში მაინც მიაღწევს 80 დოლარიან ნიშნულს ბარელზე.
Goldman Sachs–ის ექსპერტთა აზრით, განვითარებულ ბაზრებზე მოთხოვნილების აღდგენა ახდენს კორონავირუსის გამო მოხმარების ბოლოდროინდელი ვარდნის კომპენსირებას და სამხრეთ აზიასა და ლათინურ ამერიკაში აღდგენის ტემპის სავარაუდო შენელებას.