Tag Archives: #კრიპტოვალუტა

კრიპტო სტარტაპებში ინვესტიციები იზრდება

პირველად ოთხი წლის განმავლობაში, ვენჩურული კაპიტალის ინვესტორები აშშ-ში უფრო მეტ კრიპტო და ბლოკჩეინ სტარტაპს უჭერენ მხარს, ვიდრე აზიაში. ეს ნიშანია, რომ ჩინეთის მხრიდან ალტერნატიული ვალუტების მიმართ მიუღებლობამ დამწყები ინდუსტრია შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ოდესღაც მთავარი კრიპტო ლოკაცია იყო, ჩინეთის ახალმა შეზღუდვებმა შეამცირა კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სტარტაპების რაოდენობა, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ. თუმცა, ჩინეთში კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის კომპანიების გაქრობის პარალელურად,  დანარჩენ მსოფლიოში ამ მიმართულებით ინვესტიციები მკვეთრად გაიზარდა. კრიპტო სტარტაპების ინვესტიციებისთვის 2021 წლის მეოთხე კვარტალი უკვე ყველაზე დიდი კვარტალია. გლობალურად, ინდუსტრიაში ...

Read More »

კრიპტოვალუტების მაინინგი ყაზახეთში ელექტროენერგიის დეფიციტს იწვევს

კრიპტოვალუტების მაინინგის დროს გაზრდილი ენერგომოხმარების გამო, ამა წლის ოქტომბერში ყაზახეთში სამი ელექტროსადგური გაითიშა, რამაც ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია, – ამის შესახებ The Financial Times-ი წერს. „ყაზახეთის ელექტროსისტემების“ (KEGOC) განცხადებით, ამიერიდან, ორმოცდაათი ოფიციალურად რეგისტრირებული მაინერი ელექტროენერგიას ლიმიტირებულად მიიღებს. გარდა ამისა, ქსელში არსებული ხარვეზის შემთხვევაში, ელექტროენერგიაზე წვდომა, პირველ რიგში, სწორედ მათ შეეზღუდებათ. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წელს ელექტროენერგიაზე არსებული მოთხოვნა 8%-ით გაიზარდა, ...

Read More »

ქართული ღვინო კრიპტოვალუტით გაიყიდება

ქართული ღვინო მეტავერსზე გაიყიდება. ამის შესახებ WIV technology-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ლევან ბოძაშვილმა Forbes talk-თან ინტერვიუში თქვა. მისი განმარტებით, ვირტუალურ სამყაროში, სადაც კრიპტოვალუტაზე დამყარებული სავაჭრო სისტემა უკვე ამოქმედდა, შესაძლებელი იქნება ქართული, ტრადიციული ღვინის შესყიდვა და ამაში ინვესტიციას არამხოლოდ იდეის ავტორები, არამედ ქვეყნის მთავრობაც განახორციელებს. ლევან ბოძაშვილის თქმით, Blockchain-ის ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, ღვინოზე კრიპტოვალუტა WIVA მიებას. სწორედ ამ ვალუტით შეძლებს მომხმარებელი პროდუქციის ...

Read More »

Adidas კრიპტოვალუტით გადახდებს მიიღებს

გერმანულმა სპორტული ტანსაცმლის გიგანტმა Adidas-მა Twitter-ზე განაცხადა, რომ  ამერიკის წამყვან კრიპტოვალუტის ბირჟასთან – Coinbase-თან თანამშრომლობს. როგორც აღმოჩნდა, კომპანია თანამშრომლობაში კრიპტოვალუტით გადახდების შემოღებას გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ პოსტმა ერთ საათზე ნაკლებ დროში 8000-ზე მეტი მოწონება დააგროვა.  

Read More »

ბიტკოინის ფასი 20%-ით, ეთერიუმი კი – 9%-ით შემცირდა

ბიტკოინის ფასი მიმდინარე თვის დასაწყისთან შედარებით 20%-ით დაეცა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ კორონავირუსის ახალმა ვარიანტმა ტრეიდერები აიძულა, უარი ეთქვათ სარისკო კაპიტალზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მსოფლიოში უდიდესი ტოკენის ფასი დღეს ლონდონში გამართულ ვაჭრობაში 7.5%-ით დაეცა და $54 430 შეადგინა. 9%-ით შემცირდა ეთერიუმის ღირებულებაც. აღნიშნულზე საარაუდოდ ინდოეთში კრიპტოვალუტების სრულად აკრძალვამ მოახდინა გავლება. შეგახსენებთ, რომ მანამდე, ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა აკრძალა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ...

Read More »

ინდოეთი ყველა კრიპტოვალუტას აკრძალავს

ინდოეთის პარლამენტი ზამთრის სესიაზე თითქმის ყველა კერძო კრიპტოვალუტის აკრძალვის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Euronews წერს. მედიის განმარტებით, აკრძალვა ქმნის საფუძველს ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებისთვის. გასულ კვირას სამთავრობო წყარომ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ინდოეთი აკრძალავს ყველა კრიპტოვალუტას, რომელიც არ არის დამტკიცებული მთავრობის მიერ. მანამდე, ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება აკრძალა. ცნობისთვის, ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა. წყარო: ...

Read More »

სალვადორი ბიტკოინის ქალაქის აშენებას გეგმავს

სალვადორი მსოფლიოში პირველად ბიტკოინის სუვერენული ობლიგაციების გამოშვებას და უმსვილესი კრიპტოვალუტის ქალაქის აშენებას გეგმავს. როგორც სალვადორის პრეზიდენტი, ნაიბ ბუკელე აცხადებს, Bitcoin City თავისუფალი იქნება საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადებისგან. სალვადორი $1 მილიარდის ტოკენიზებული 10-წლიანი ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. Blockstream-ის მთავარი სტრატეგიის ოფიცრის, სამსონ მოუს თქმით, ე.წ. “ვულკანური ობლიგაციების” სახსრების ნახევარი ბიტკოინში გადაიცვლება, ხოლო მეორე ნახევარი ინფრასტრუქტურასა და ბიტკოინის მაინინგში ჩაიდება, რაც გეოთერმული ენერგიით გამოიკვებება. ინვესტორებს ასევე მიენიჭებათ მუდმივი საცხოვრებელი და მიიღებენ მოქალაქეობასაც. Bitcoin City კონჩაგუას ვულკანის მახლობლად აშენდება, რომელიც ბიტკოინის მაინინგისთვის ენერგიას უზრუნველყოფს. ბუკელემ ასევე დასძინა, ...

Read More »

აშშ-ში კრიპტოვალუტების დაბეგვრის წესი მკაცრდება

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ინფრასტრუქტურის პაკეტი კრიპტოვალუტით ტრანზაქციებისთვის საგადასახადო ანგარიშგების მოთხოვნებს ზრდის. ცვლილებას ეწინააღმდეგება ციფრული ვალუტის ინდუსტრია. მიუხედავად იმისა, რომ სენატორების ორპარტიული ჯგუფი კანონში შესწორების შეტანას ჯერ კიდევ იმედოვნებს, ინდუსტრიას წინ დიდი ბრძოლა ელის. რა შეიცვალა კანონში? 2023 წლიდან, კრიპტოვალუტის ბროკერებს, როგორიცაა Coinbase, მოეთხოვებათ თვალყური ადევნონ ტრანზაქციებს ისევე, როგორც ამას საფონდო და ობლიგაციების ბროკერები აკეთებენ. მათ უნდა გაამჟღავნონ მომხმარებლების სახელები, მისამართები და ტელეფონის ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულება 10%-ით შემცირდა

ბიტკოინის ღირებულება, 28 ოქტომბრის შემდეგ პირველად, 60 ათას აშშ დოლარს ჩამოცდა. ამას მოწმობს Binance-ის ბირჟის მონაცემები. გასული სავაჭრო დღის განმავლობაში, ბიტკოინის ღირებულება 10%-ით შემცირდა და 59,2 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ გასული კვირების განმავლობაში ციფრული აქტივების ბაზრის შეფასება 4%-ით გაიზარდა და 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »

ინდონეზიის რელიგიურმა საბჭომ მუსლიმებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალა

ინდონეზიის რელიგიური საბჭოს ლიდერთა განცხადებით, კრიპტო აქტივების ვალუტად გამოყენება მუსლიმებისთვის აკრძალულია. საბჭომ კრიპტოვალუტა აკრძალულად მიიჩნია, რადგან მას აქვს გაურკვევლობის, ფსონების და ზიანის ელემენტები. – ინფორმაციას Bloomberg–ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ინდონეზიაში მსოფლიოში ყველაზე მეტი მუსლიმური მოსახლეობაა და საბჭოს უფლება აქვს ქვეყანაში ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს.

Read More »