ინდონეზიის რელიგიურმა საბჭომ მუსლიმებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალა

ინდონეზიის რელიგიური საბჭოს ლიდერთა განცხადებით, კრიპტო აქტივების ვალუტად გამოყენება მუსლიმებისთვის აკრძალულია.

საბჭომ კრიპტოვალუტა აკრძალულად მიიჩნია, რადგან მას აქვს გაურკვევლობის, ფსონების და ზიანის ელემენტები. – ინფორმაციას Bloomberg–ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ინდონეზიაში მსოფლიოში ყველაზე მეტი მუსლიმური მოსახლეობაა და საბჭოს უფლება აქვს ქვეყანაში ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს.

Leave a Reply