Tag Archives: #გაზი

ურსულა ფონ დერ ლაენი: პუტინი ენერგორესურსებს იარაღად იყენებს – ის დამარცხდება, ევროპა გაიმარჯვებს

პუტინი ენერგორესურსებს იარაღად იყენებს მიწოდების შემცირებითა და ჩვენი ენერგეტიკული ბაზრების მანიპულირებით, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. „პუტინი ენერგორესურსებს იარაღად იყენებს მიწოდების შემცირებითა და ჩვენი ენერგეტიკული ბაზრების მანიპულირებით. ის [ვლადიმირ პუტინი] დამარცხდება. ევროპა გაიმარჯვებს. ევროკომისია ამზადებს წინადადებებს, რათა დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბიზნესს, გაუმკლავდნენ ენერგიის მაღალ ფასებს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

“ჩრდილოეთის ნაკადით” გაზის მიწოდების პრობლემები სანქციების გაუქმებამდე შენარჩუნდება” – კრემლი დასავლეთს ღიად აშანტაჟებს

გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადის” გავლით ბუნებრივი აირის დასავლეთისთვის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებამდე შენარჩუნდება. ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, – იტყობინება “ინტერფაქსი”. “პრობლემები ჩვენი ქვეყნის და რიგი კომპანიის წინააღმდეგ, დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო წარმოიშვა. არ არსებობს სხვა მიზეზები, რომლებიც გატარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოიწვევდა”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. პესკოვმა თქვა, ...

Read More »
„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

Reuters: “გაზპრომი” ევროპისთვის გაზის მიწოდებას უკრაინის გავლით აგრძელებს

“გაზპრომი” ევროპის ქვეყნებს, უკრაინის გავლით, გაზსაზომი სადგურ (GIS) “სუჯას” მეშვეობით დღეში 42,7 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. ამის შესახებ Reuters წერს. ერთი დღით ადრე “სუჯას” სადგურზე ამოტუმბვის მოცულობამ 41,3 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. 11 მაისიდან უკრაინის გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორმა (OGTSU) შეაჩერა გაზის ტრანზიტი ევროპაში Sohranivka GIS და “ნოვოპსკოვის” საკომპრესორო სადგურის (CS) მეშვეობით, რომელიც რუსეთის ჯარებმა ლუგანსკის რეგიონში დაიპყრო. კომპანიამ ...

Read More »

ევროპაში გაზი Nord Stream-ის გათიშვის ფონზე, კიდევ 30%-ით გაძვირდა

Nord Stream-ის სრულად გათიშვის ფონზე, ევროპაში, გაზზე საბირჟო ფასები რეკორდულად გაიზარდა. დღეს დილით, ვაჭრობის გახსნისას ოქტომბრის ფიუჩერსებზე 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა $2853 შეადგინა, (ზრდა  €279) რაც აქამდე არსებულ ფასზე 30%-ით მეტია. ამასთან, 2 სექტემბერს საბირჟი ვაჭრობა (1000 კუბურ მეტრ გაზზე) $2213 ნიშნულზე დაიხურა.

Read More »

ზელენსკი: ამ ზამთარს, რუსეთი ყველა ევროპელზე გადამწყვეტი ენერგეტიკული შეტევისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ევროპაზე მორიგი ენერგეტიკული შეტევისთვის ემზადება, რაზეც ევროპამ ერთიანობით უნდა უპასუხოს. „ამ ზამთარს, რუსეთი ყველა ევროპელზე გადამწყვეტი ენერგეტიკული შეტევისთვის ემზადება. ამაზე მთავარი პასუხი ორი რამ უნდა იყოს: პირველი, ჩვენი ერთიანობა – ერთიანობა ტერორისტული სახელმწიფოსგან დაცვაში და მეორე – ჩვენი საკუთარი ზეწოლის გაზრდა რუსეთზე – ეს მოიცავს სანქციების გაზრდას ყველა დონეზე და რუსეთის ნავთობისა და გაზის შეზღუდვას. რაც უფრო ...

Read More »

აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, ქვეყანა გეგმავს ტრანსანატოლიური გაზსადენის – TANAP-ის სიმძლავრე გააორმაგოს, რომლითაც თურქეთის გავლით ევროპას ბუნებრივი აირი მიეწოდება, შედეგად, ევროპა გაორმაგებულ აირს მიიღებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა იტალიაში საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ. ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას – პოლიტიკური გადაწყვეტილება, ტექნიკური ღონისძიებები და რა თქმა უნდა, ინვესტიციები. TANAP-ის გამშვები შესაძლებლობა შეადგენს 16 მილიარდ ...

Read More »

სიონის გაზგამანაწილებლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია

სიონის გგს-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. სიონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ გგს-ში შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ძველი დაზიანებული, ამორტიზებული ონკანების შეცვლის სამუშაოები განხორციელდა. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ ტექნიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ეტაპობრივად ახორციელებს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და ...

Read More »

ევროპა თუ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს, რუსეთი უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს – მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დაწესების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მედვედევის თქმით, თუ ევროპა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთი, მარტივად უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს. განცხადება გაკეთდა კრემლშიც. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ის კომპანიები რომლებიც საფასო ზღვარს დააწესებენ, რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ. „ჩვენ მათთან არასაბაზრო პრინციპებით ...

Read More »

„ასეთი ნაბიჯი ენერგობაზრების მნიშვნელოვან დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს“ – პესკოვი რუსული გაზის ზედა ზღვრის დაწესებაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვი, მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ის კომპანიები რომლებიც საფასო ზღვარს დააწესებენ, რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ. „ჩვენ მათთან არასაბაზრო პრინციპებით არ ვითანამშრომლებთ. ერთი რამის დარწმუნებით თქმა შეიძლება – ასეთი ნაბიჯი ენერგობაზრების მნიშვნელოვან დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა პესკოვმა. წყარო: pia.ge

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „მტკიცედ მჯერა, რომ მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების დრო არის ახლა. გაზის ფასზე ლიმიტი შეიძლება შემოთავაზებული იყოს ევროპულ დონეზე და ასევე არსებობს სამართლებრივი საფუძველი ევროპულ დონეზე მოგების დროებით შესაჩერებლად, როგორც საგანგებო ზომა არსებული კრიზისის პერიოდში“, – განაცხადა ...

Read More »