ზელენსკი: ამ ზამთარს, რუსეთი ყველა ევროპელზე გადამწყვეტი ენერგეტიკული შეტევისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ევროპაზე მორიგი ენერგეტიკული შეტევისთვის ემზადება, რაზეც ევროპამ ერთიანობით უნდა უპასუხოს.

„ამ ზამთარს, რუსეთი ყველა ევროპელზე გადამწყვეტი ენერგეტიკული შეტევისთვის ემზადება. ამაზე მთავარი პასუხი ორი რამ უნდა იყოს: პირველი, ჩვენი ერთიანობა – ერთიანობა ტერორისტული სახელმწიფოსგან დაცვაში და მეორე – ჩვენი საკუთარი ზეწოლის გაზრდა რუსეთზე – ეს მოიცავს სანქციების გაზრდას ყველა დონეზე და რუსეთის ნავთობისა და გაზის შეზღუდვას. რაც უფრო მეტ დარტყმას მივაღწევთ ყველა ერთად, მით უფრო ნაკლები დარტყმის მოყენებას შეძლებენ ტერორისტები“, – აცხადებს ზელენსკი.

Leave a Reply