პუტინი ენერგორესურსებს იარაღად იყენებს მიწოდების შემცირებითა და ჩვენი ენერგეტიკული ბაზრების მანიპულირებით, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„პუტინი ენერგორესურსებს იარაღად იყენებს მიწოდების შემცირებითა და ჩვენი ენერგეტიკული ბაზრების მანიპულირებით. ის [ვლადიმირ პუტინი] დამარცხდება. ევროპა გაიმარჯვებს. ევროკომისია ამზადებს წინადადებებს, რათა დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბიზნესს, გაუმკლავდნენ ენერგიის მაღალ ფასებს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.