„ასეთი ნაბიჯი ენერგობაზრების მნიშვნელოვან დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს“ – პესკოვი რუსული გაზის ზედა ზღვრის დაწესებაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვი, მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ის კომპანიები რომლებიც საფასო ზღვარს დააწესებენ, რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ.

„ჩვენ მათთან არასაბაზრო პრინციპებით არ ვითანამშრომლებთ. ერთი რამის დარწმუნებით თქმა შეიძლება – ასეთი ნაბიჯი ენერგობაზრების მნიშვნელოვან დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა პესკოვმა.

წყარო: pia.ge

Leave a Reply