Tag Archives: #გაზი

გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

რა ღირს ბუნებრივი აირი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველო ბუნებრივი აირის სიძვირით მეზობელ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. მართალია, რუსეთი და აზერბაიჯანი გაზის მწარმოებელი ქვეყნები არიან და შესაბამისად, იქ სამომხმარებლო ტარიფი ჩვენთან შედარებით დაბალია, თუმცა ჩვენზე ნაკლებს იხდიან არამწარმოებელ თურქეთშიც. საქართველოზე ძვირი გაზი მხოლოდ სომხეთში ღირს. უფრო კონკრეტულად: საქართველო საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს გაზს ორი კომპანია „თბილისი ენერჯი“ და „სოკარ გაზი“ აწვდიან. თბილისში ერთი კუბური მეტრი გაზი 0,461374 ლარი ღირს, ...

Read More »

ისრაელის გაზი ევროპას აფრიკის გავლით მიეწოდება

ეგვიპტე მალე გახდება თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ერთ–ერთი წამყვანი ექსპორტიორი ევროპაში, რითაც კონკურენციას გაუწევს რუსულ “გაზპრომს” ევროპულ ბაზარზე. ეს მოხდება ქვეყანაში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოების მეორე ქარხნის ამუშავების შემდეგ, ამ წლის თებერვლის ბოლოს, იუწყება პორტალი Hellenic shipping news. აღნიშნული საწარმო 2012 წლიდან გაჩერებულია. მისი აღდგენა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცოტა ხნის წინ ხმელთაშუა ზღვაში, ეგვიპტის ეკონომიკურ ზონაში, “ზორის” საბადოში ...

Read More »

საუდის არაბეთი 2030 წლისთვის ენერგეტიკის 50%-ის გაზზე გადაყვანას აპირებს

საუდის არაბეთი გეგმავს 2030 წლისთვის თავისი ენერგეტიკის 50% გაზზე გადაიყვანოს, ხოლო დანარჩენი კი  – ენერგიის განახლებად წყაროებზე. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბენ სალმანმა “Future Investment Intiatives” ფორუმის მსვლელობისას. ”ჩვენ ვიქნებით მეორე გერმანია განახლებადი წყაროების მხრივ,” – თქვა მან. აღსანიშნავია ასევე სამეფოს მიერ ადრე გაკეთებული განცხადება მზის ენერგოგენერაციასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმების შესახებ. პრინცის განცხადებით, შედეგად ნავთობის გამოყენება შემცირდება და სამეფოს გაუჩნდება ...

Read More »

ოფიციალური პარიზი გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტზე

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების ფონზე ოფიციალური პარიზი გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტზე. ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა განაცხადა. „სანქციები უკვე მივიღეთ, შეიძლება სხვა სანქციების მიღებაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს საკმარისი არ არის. ვფიქრობ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ვარიანტი ის ვარიანტია, რომლის განხილვაც აუცილებელია. ეს დღეს გერმანიის გადაწყვეტილებაა, რადგან ეს გაზსადენია, რომელიც გერმანიაზე გადის. ჩვენ ყოველთვის ...

Read More »

Frankfurter Allgemeine: ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე მცირდება

კონფლიქტი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ირგვლივ გადამწყვეტ ფაზაში შედის, მაგრამ ყველაფერი არც ბალტიის ზღვაში, არც მოსკოვში, არამედ პოლიტიკოსების, ადვოკატების და გიგანტური კონცერნების ხელმძღვანელების კაბინეტებში, ვაშინგტონსა და ბერლინში დასრულდება. მოსკოვს კი, რომელიც 10 მლრდ. ევროდ შეფასებული პროექტის მთავარ მამოძრავებელ ძალას, დამკვირვებლის როლი აქვს დარჩენილი. პარალელურად კი, ევროკავშირის ზეწოლის ქვეშ „გაზპრომის“ მდგომარეობა ევროპის ბაზარზე უარესობისკენ შეიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს რუსული გაზის მიწოდება ევროპაში ...

Read More »

SOCAR Petroleum ყარაბაღში ავტოგასამართი სადგურების გახსნას გეგმავს

SOCAR Petroleum CJSC (SOCAR– ის შვილობილი კომპანია) გეგმავს ახალი ავტოგასამართი სადგურების გახსნას ყარაბახის ტერიტორიაზე. ”ჩვენ შუშას ვაწვდით საწვავს სატვირთო მანქანებით. თუმცა, SOCAR Petroleum ამით არ შემოიფარგლება და მომავალში დაგეგმილია SOCAR ბრენდის ბენზინგასამართი სადგურების გახსნა ყარაბახის ტერიტორიაზე”, – განაცხადეს კომპანიაში. SOCAR Petroleum დაარსდა 2008 წლის იანვარში და ის ნავთობპროდუქტების საცალო ვაჭრობითა და SOCAR– ის ბრენდის ავტოგასამართი სადგურების ქსელის გაფართოებით არის დაკავებული. ...

Read More »

რუსეთის შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მკვეთრად შემცირდა

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის შემოსავალი  ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მნიშვნელოვნად  შემცირდა. 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 40.9%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 66.391 მილიარდი დოლარი. ამ პერიოდში ბენზინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 14%-ით შემცირდა, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტიდან – 15,3%-ით.  ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში “გაზპრომის” შემოსავალი გაზის ...

Read More »

2020 წელს ჩინეთში ნავთობის მოპოვება 1,6%-ით გაიზარდა, გაზის – 9,8%-ით

2020 წლის შედეგებით ჩინეთმა ნავთობის მოპოვება 1.6%-ით გაზარდა  – 195 მილიონ ტონამდე, ნათქვამია სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებში. ამავდროულად, ნავთობის იმპორტი გაიზარდა 7,3%-ით და შეადგინა 540 მილიონი ტონა. გადამუშავების მოცულობა გაიზარდა 3%-ით და 670 მილიონ ტონამდე. დეკემბრის თვეში ნავთობის მოპოვება გაიზარდა 0,9%-ით წლიურ გამოხატულებაში და მიაღწია 16,27 მლნ ტონას, ხოლო იმპორტი შემცირდა  15,4%-ით 38,47 მლნ ტონამდე, ავრცელებს ინფორმაციას სააგენტო “სინჰუა”. გასულ წელს ჩინეთში ბუნებრივი გაზის ...

Read More »

ბაიდენი აპირებს აშშ-ს ფედერალურ მიწებზე ნავთობჭაბურღილების ბურღვის შეზღუდვას

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს აპირებს გამოაცხადოს მოსამზადებელი ნაბიჯების შესახებ აშშ-ს ფედერალურ მიწებზე ახალი ნავთობისა და გაზის ჭაბურღილებზე ბურღვის აკრძალვისთვის, იუწყება გაზეთი New York Times. გამოცემის ორი წყაროს ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს ბაიდენი გამოსცემს განკარგულებას, რომელიც დაავალებს  ფედერალურ უწყებას შემოსაღები აკრძალვის მასშტაბების განსაზღვრას. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას. ბურღვის აკრძალვა ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯია. ...

Read More »

ილჰამ ალიევმა SOCAR-ის სამართავად სამეთვალყურეო საბჭო შექმნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 23 იანვარს SOCAR-ის მართვის გაუმჯობესების გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმად, კომპანიის მართვისთვის სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნა. ინფორმაციას გამოცემა TASS.RU აზერბაიჯანის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. აზერბაიჯანის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის და მის მიერ კორპორატიული მართვის სტანდარტების სრულყოფის მიზნით იქნა მიღებული. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების და გაურკვევლობის გათვალისწინებით, ერთ-ერთ მთავარ ...

Read More »