საუდის არაბეთი გეგმავს 2030 წლისთვის თავისი ენერგეტიკის 50% გაზზე გადაიყვანოს, ხოლო დანარჩენი კი – ენერგიის განახლებად წყაროებზე. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბენ სალმანმა “Future Investment Intiatives” ფორუმის მსვლელობისას.
”ჩვენ ვიქნებით მეორე გერმანია განახლებადი წყაროების მხრივ,” – თქვა მან.
აღსანიშნავია ასევე სამეფოს მიერ ადრე გაკეთებული განცხადება მზის ენერგოგენერაციასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმების შესახებ.
პრინცის განცხადებით, შედეგად ნავთობის გამოყენება შემცირდება და სამეფოს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა მისი ექსპორტისთვის.
საუდის არაბეთი ასევე ახორციელებს ენერგოდაზოგვის პროგრამებს და გეგმავს მათი განხორციელების გაგრძელებას.