ქვეყანაში პროდუქცია ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად ძვირდება და ფასებმა პიკს მიაღწია. მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზამთრის მოლოდინშია და დიდი ალბათობით, ინფლაციის მოთოკვა კიდევ რამდენიმე თვე შეუძლებელი იქნება. სამომხმარებლო კალათაში განსაზღვრული 305 დასახელების პროდუქტიდან 271-ის ფასი გაიზარდა, მათ შორის 139-ში ორნიშნა პროცენტული ნიშნით და ორ შემთხვევაში სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით. ეს პრობლემა მარტო საქართველოს კი არ მთელ მსოფლიოსაც უტევს, მაგრამ ჩვენ საკუთარი ...
Read More »Tag Archives: #ენერგეტიკა
მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის (NCBJ) დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ცენტრის გენერალური დირექტორი კრიშტოფ კურეკი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის დასტურია, რომ უნივერსიტეტის ...
Read More »უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: რუსეთთან “ენერგეტიკულ ომში” ვიმყოფებით
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ მაქსიმ ნემჩინოვის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან “ენერგეტიკულ ომში” იმყოფება. როგორც მინისტრმა “ტელეკომპანია 1+1”-ის ეთერში თქვა, რუსეთის ხელისუფლება ბლოკავს იმპორტს ყაზახეთიდან, ხელს უშლის უკრაინაში ნახშირით დატვირთული ვაგონების შემოსვლას და მუდმივად ამცირებს შეკვეთილი გაზის სატრანზიტო სიმძლავრეებს. „ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს კრიზისი კიდევ უფრო ვიგრძნოთ“, – აღნიშნა ნემჩინოვმა. 1-ელი ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინაში ნახშირის ენერგეტიკული კლასის მიწოდება შეწყვიტა და აღნიშნული ქვეყნის ...
Read More »ჩრდილოეთ მაკედონიამ ენერგოკრიზისის გამო 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ჩრდილოეთ მაკედონიამ საწვავისა და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეკონომიკის მინისტრმა, კრეშიკ ბექთაშიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გამოწვეული იყო “შიდა წარმოების სიმძლავრის შემცირებით” და ელექტროენერგიის ფასების გლობალური ზრდით. ელექტროენერგიის, ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტის საფასურის დასაფარად მთავრობა 65 მილიონ ევროს ელექტროენერგიის კომპანია MEPSO-ს და კიდევ ორ საწარმოს გამოუყოფს. ეკონომიკის მინისტრმა პირობა დადო, რომ “შემზღუდავი ზომები არ იქნება”, მაგრამ ხელისუფლებამ გააფრთხილა, ...
Read More »ნინო თანდილაშვილი პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენელს საერთაშორისო კლიმატისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებში, სებასტიან ბარკოვსკის შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენელს საერთაშორისო კლიმატისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებში, სებასტიან ბარკოვსკის შეხვდა. შეხვედრა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (CoP26) ფარგლებში გაიმართა. ნინო თანდილაშვილმა სებასტიან ბარკოვსკის ემისიების შემცირების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება პარიზის შეთანხმებიდან გამომდინარე გაფორმებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს დაუთმო. შეხვედრაზე ...
Read More »უკრაინა მასშტაბური ენერგოკრიზისის ზღვარზეა
ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები უკვე დაფიქსირდა კიევის ოლქის ბევრ ქალაქში და სიფელში და ეს ცალკეული ფაქტები არ არის. ბოლო 6 თვის მანძილზე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გეგმიური თუ ავარიული გათიშვები ჩვეულ მოვლენად იქცა. ისე დაემთხვა, რომ ენერგოსისტემის მაოსბრივი შეკეთებები გლობალურ, ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ ენერგოკრიზისს დაემთხვა. უკრაინა საკუთარ თავს მთლიანად მხოლოდ ნახშირით უზრუნველყოფს, თუმცა, ამ საწვავის მარაგებიც არასაკმარისია. ქვეყნის ...
Read More »პრემიერ-მინისტრი Siemens Energy-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული კონგლომერატის, Siemens Energy-ის ვიცე-პრეზიდენტ არიელ პორატს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანას, როგორც ევროკავშირთან, ისე მეზობელ სახელმწიფოებსა და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აძლევს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, Siemens Energy დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება Siemens Energy-ის დაინტერესებას ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოსა ...
Read More »ენერგოეფექტურობის ღონისძიებები, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში წარმტებით გატარდა
ევროკავშირი საქართველოში ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარების მიმართულებით რამდენიმე წელია მუშაობს და ეხმარება საკანონმდებლო რეფორმების ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოებაში, თერმორეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვასა და მდგრადი ენერგიის მიმართულებით ინოვაციების დანერგვაში. 10 საჯარო სკოლა, 7 საბავშვო ბაღი და 4 საჯარო შენობა ევროკავშირის მხარდაჭერით განახლდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო მწვანე და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით გატარებული ენერგოეფექტური ღონისძიებების შედეგად დაზოგილი საოპერაციო ხარჯების წყალობით, არაერთ ბიზნესს ...
Read More »საფრანგეთში, წყვილი, ქარის სადგურის ოპერატორებისგან, ჯანმრთელობის დაზიანების საკომპენსაციოდ 128000 ევროს მიიღებს
სასამართლომ ქარის ტურბინების ოპერატორი კომპანიებს კრისტელ და ლუკ ფოკარტების სასარგებლოდ 128 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ოქსიტანიის პროვინციის ტარნის დეპარტამენტის სოფელ ფორტნიეში მცხოვრები ბელგიელი წყვილი ამტკიცებდა, რომ მათ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწუხებდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მთელი რიგი, კერძოდ, თავის ტკივილები, უძილობა, გულის ფრიალი, დეპრესია, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში და გულისრევა, რაც ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, გამოწვეული იყო მათ სახლთან ...
Read More »დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონში: გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ახალშენის, ბალანჩივაძეების, ბზვანელის, იოსელიანის, ჭიათურის, ჩიქოვანის, ნასიძის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში: გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის მთის, თამარაშვილის, თიგიშვილის, კონდოლის, მესხიშვილის, ზაქარაიას და კაჭრეთის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონში: გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 ...
Read More »