ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები უკვე დაფიქსირდა კიევის ოლქის ბევრ ქალაქში და სიფელში და ეს ცალკეული ფაქტები არ არის.
ბოლო 6 თვის მანძილზე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გეგმიური თუ ავარიული გათიშვები ჩვეულ მოვლენად იქცა. ისე დაემთხვა, რომ ენერგოსისტემის მაოსბრივი შეკეთებები გლობალურ, ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ ენერგოკრიზისს დაემთხვა.
უკრაინა საკუთარ თავს მთლიანად მხოლოდ ნახშირით უზრუნველყოფს, თუმცა, ამ საწვავის მარაგებიც არასაკმარისია. ქვეყნის ნახშირის უმსხვილესი მომპოვებლის, კომპანია ДТЭК-ს მენეჯმენტი თავს იმართლებს – მარაგების შევსება ვერ მოხერხდა უფულობის გამო, უფულობის მიზეზი კი სახელმწიფოს მხრიდან დაუფარავი დავალიანებაა.
მაგრამ ამავე დროს კომპანია ნახშირის გამიყენებას მის საკუთრებაში მყოფ ელექტროსადგურზე აგრელებს და გამომუშავებულ ელექტროენერგიას ყიდის ევროპაში, სადაც ფასები ბევრად მაღალია, ვიდრე უკრაინაში.
რატომ არ შეივსო მარაგები და რატომ იყიდება უცხოეთში ელექტროენერგია, რომელიც თავად უკრაინაშიც დეფიციტურია – ამაზე შესაძლოა პასუხი გამოძიებამ გასცეს, თუმცა, დღეს და აქ სხვა საკითხია აქტუალური – რა ვქნათ და საიდან მოვიტანოთ დეფიციტური ელექტროენერგია, რომელიდ დღესაა საჭირო?
არის ორი სცენარი – ერთს ჰქვია „რამეს ვიზამთ“, მეორეს – „დავიღუპეთ“.
უკრაინისთვის ნახშირის დღევანდელი დეფიციტი პირველი შემთხვევა არაა და ადრე ხსნა საერთაშორისი ბაზრიდან მოდიოდა. ამჟამადაც, კიევი იმპორტზე აშშ-სთან, სამხრეთ აფრიკასთან და პოლონეთთან შეთანხმდა, პირველი პარტიები უკვე ნოემბერში ჩამოვა.
მაშველი რგოლი შესაძლოია ატომური ენერგეტიკა გახდეს, თუმცა, ამას ატომურ ელექტროსადგურებზე სარემონტო სამუშაოები ართულებს.
უკრაინას ასევე შეუძლია შეისყიდოს ელექტროენერგია სლოვაკეთში და ბელარუსში.
ბოლო თვეების მანძილზე უკრაინა პოლიტიკური მიზეზების გამო ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტზეა უარი განაცხადება, თუმცა დღევანდელ კრიზისში კიევმა პოზიცია შეცვალა.
მაგრამ არავინ იცის – დათანხმდება თუ არა თავად მინსკი უკრაინისთვის ელექრტოენერგიის მიყიდვას? ლუკაშენკო ძალიან გაბრაზებულია კიევზე ოპოზიციის მხარდაჭერის გამო, თანაც ჭარბი ელექტროენერგიის დიდ ნაწილს ბელარუსი ლიეტუვას აწვდის.
თუმცა, ლუკაშენკო ყოველთვის თამაშობდა რეგიონალურ თამაშს და სავარაუდოდ, მას უკრაინასთან ურთიერთობებში ყველა ხიდის დაწვა არ სურს. ასე რომ, კითხვა „მიაწვდის თუ არა ბელარუსი უკრაინას ელექტროენერგიას?“ მიმდინარე კვირის მთავარი ინტრიგა გახდა.
მაგრამ ამ ენერგეტკულ თამაშში კიდევ ერთი მოთამაშე – რუსეთი არ უნდა დაგვავიწყდეს – მაინც და მაინც ამ დღეებში მან ბელარუსს გაზის მიწოდება შეუმცირა – გამოდის, რომ ბელაურსს ელექტროენერგიის გენერაციისთვის საკმარისი გაზი, ხოლო უკრაინას კი – დამატებითი ელექტროენერგია არ ექნება.
გარდა ამისა, რუსეთმა უკრაინისთვის არა მხოლოდ საკუთარი ნახშირის მიწოდება შეწყვიტა, არამედ საწვავით გავსებულ სატვირთო მატარებლებს ყაზახეთიდან არ ატარებს.
უკრაინას, ისევე, როგორც ევროპას, ერთადერთი იმედი აქვს – კარგი ამინდი. თუ ზამთარი ძალიან ცივი არ იქნება, შესაძლოა, უკრაინის გაზსაცავებში არსებული მარაგები საკმარისი აღმოჩნდეს.
წყარო: “კომერსანტი”