Tag Archives: #ენერგოეფექტურობა

სამხრეთ კორეა მსოფლიოში უდიდეს ოფშორულ ქარის ფერმას ააგებს

სამხრეთ კორეამ ახალი გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ოფშორული ქარის ტურბინების ფერმის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 48.5 ტრილიონი ვონია (43.2 მილიარდი დოლარი). პროექტის შესაბამისად, მშენებლობა 2030 წლამდე უნდა დასრულდეს. პროექტი პრეზიდენტ მუნ ჯაე-ინის „ახალი მწვანე კურსის“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მისი მიზანი, აზიის მეოთხე უდიდესი ეკონომიკის ორგანულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაა. ამავე კურსის შესაბამისად, სამხრეთ კორეა 2050 წლისთვის გამონაბოლქვისგან თავისუფალი ქვეყანა ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: „EBRD ენერგეტიკის რეფორმაში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს“

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში EBRD საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. „ის ძირითადად კერძო სექტორისთვის და 250-ზე მეტ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს და დაახლოებით 4 მლრდ-ზე მეტი დაფინანსება აქვს გამოყოფილი“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ივანე მაჭავარიანის თქმით, მათ გამოთქვეს მზადყოფნა და სურვილი, რომ აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა სფეროში მათ შორის ენერგეტიკასა და სახელმწიფო ...

Read More »

პაველ სოროკინი: რუსული ნავთობის ორი მესამედი წამგებიანია

აღნიშნული რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ პაველ სოროკინმა ჟურნალ Energy Policy- სთვის სტატიაში დაწერა. ”რუსეთის მთავრობის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის თანახმად, 30 მილიარდი ტონა ნავთობის სარეზერვო რესურსებიდან, მხოლოდ 36% არის მომგებიანი თანამედროვე მაკროეკონომიკურ გარემოში. აღნიშნული განპირობებულია განვითარების შესაძლებლობების გაუარესებით: რთული კონსტრუქციის ძვირადღირებული ჭაბურღილების მშენებლობა, რეზერვუარების დაბალი გამტარიანობა და მოცულობა და ა.შ. ” – განმარტა სოროკინმა. პაველ სოროკინი ”ეს ყველაფერი კი არა ...

Read More »

ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ენერგიის გამოყენებას მარტიდან დაიწყებს

ბათუმის ცამეტ საჯარო სკოლაში მზის მიკროელექტროსისტემების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენებას უკვე მარტის თვიდან დაიწყებენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში უთხრეს. მზის მიკროელექტროსისტემები, როგორც ფონდში გვითხრეს, უკვე დამონტაჟებულია 13-ვე სკოლაში და დარჩენილია დამიწების წრედის მოწყობა. ეს საჯარო სკოლებია – N: 1, 6, 8, 9, 10, 13, 14, 16, 17, 22, 23, 28 და 30. აქედან, ათ საჯარო სკოლაში [N: ...

Read More »

თურქეთში პირველი უპილოტო ელექტროავტობუსი წარადგინეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრო პირველი ელექტრო, უპილოტო სამგზავრო ავტობუსის პრეზენტაციას. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაკეთდა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის Twitter ანგარიშზე, იუწყება Axar.az. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული პრეზენტაციის დროს, დამსწრე საზოგადოებას შეატყობინეს, რომ უპილოტო სამგზავრო ავტობუსი წარმოადგენს თანამედროვეობის მანქანას, რომელიც მთლიანად თურქმა ინჟინრებმა შექმნეს. ”ჩვენ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მივდივართ მეოთხე თაობის უპილოტო ელექტროავტობუსით Atak Elektrik-ით, რომელიც მთლიანად თურქი ...

Read More »

Tesla-მ 2020-ის ბოლო კვარტალში რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები აწარმოა

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla აცხადებს, რომ ავტოკონცერნმა 2020-ის ბოლო კვარტალში რეკორდული რაოდენობის ავტომობილების წარმოება და მიწოდება შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, კომპანია წარმოების და მიწოდებს ასეთ ზრდას ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნით ხსნის. კომპანიის მონაცემებით, Tesla-მ 180,570 ელექტრომობილის მიწოდება შეძლო ბაზრისათვის გასული წლის მეოთხე კვარტალში, თუმცა აღნიშნული რიცხვი მაინც ნაკლებია კომპანიის მილიარდერი მფლობელის ილონ მასკის გასული წლის დასაწყისში გაკეთებულ განცხადებასთან. ...

Read More »

ელექტრომობილების მფლობელთათვის E-SPACE-ის დამტენებით მომსახურება ფასიანი ხდება

E-space-ის ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობები, რომლითაც ამ დრომდე მომხმარებელი თანხის გადახდის გარეშე სარგებლობდა, ფასიანი ხდება. 100 კილომეტრის დასაფარად საჭირო ელექტროენერგიის მიღებას 8-9 ლარი დასჭირდება. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ავთანდილ შავიშვილი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. „ჩვენს ქსელში სწრაფი დამტენებით სარგებლობა ფასიანი იყო, ხოლო ქალაქის ნელი დამტენები უფასო. თებერვლის შუა რიცხვებიდან ეს დამტენებიც ფასიანი გახდება. 100 კილომეტრის მუხტისთვის საჭირო ...

Read More »

2026 წლისთვის ელექტრომობილები მთლიანად ჩაანაცვლებენ საწვავზე მომუშავე მანქანებს

ცნობილმა ავსტრალიელმა ფუტურისტმა რეი ვილსმა განაცხადა, რომ ელექტრომანქანების, როგორიცაა Tesla Model 3 და Nissan Leaf ღირებულება 2023 წლისთვის გაუტოლდება წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანების ღურებულებას. უილსმა ასევე აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები გამოვა. უილსი, რომელიც არის საკონსულტაციო ფირმის Future Smart Strategies ხელმძღვანელი და ალტერნატიული ენერგოკომპანია Horizon– ის დირექტორთა საბჭოს წევრი, დარწმუნებულია, რომ ელექტრომობილების მომავალი შორს არ არის და ბევრად უფრო ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტზე იმსჯელა

2021-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ის მექანიზმები განიხილეს, რასაც კომიტეტი სამომავლოდ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით გამოიყენებს. „2021-2024 წლების განმავლობაში, კომიტეტს აქვს გამოწვევებით სავსე საკანონმდებლო საქმიანობის გეგმა. ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისაღებია შვიდამდე ახალი კანონი მათ შორის, წიაღისეულის მართვის, წყლის რესურსების მართვის, ემისიების კონტროლისა და მასშტაბური ავარიების პრევენციის კუთხით“, – განაცხადა კომიტეტის ...

Read More »

საქართველოს ბანკის ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის

გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მზის პანელების შესაძენად, ენერგოკრედიტს სთავაზობს. ბანკი ეკომეგობრულ პროდუქტს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ტარიფების ზრდის საპასუხოდ  ნერგავს – ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.  ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული საბანკო პროდუქტი ბიზნეს სესხს წარმადგენს და შესაბამისად განკუთვნილია მხოლოდ იურდიული პირებისთვის. ...

Read More »