2026 წლისთვის ელექტრომობილები მთლიანად ჩაანაცვლებენ საწვავზე მომუშავე მანქანებს

ცნობილმა ავსტრალიელმა ფუტურისტმა რეი ვილსმა განაცხადა, რომ ელექტრომანქანების, როგორიცაა Tesla Model 3 და Nissan Leaf ღირებულება 2023 წლისთვის გაუტოლდება წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანების ღურებულებას. უილსმა ასევე აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები გამოვა.

უილსი, რომელიც არის საკონსულტაციო ფირმის Future Smart Strategies ხელმძღვანელი და ალტერნატიული ენერგოკომპანია Horizon– ის დირექტორთა საბჭოს წევრი, დარწმუნებულია, რომ ელექტრომობილების მომავალი შორს არ არის და ბევრად უფრო სწრაფად გვიახლოვდება, ვიდრე ბევრი ფიქრობს.

უილსმა აღნიშნა, რომ ელექტრომობილებმა აშკარად დაჩრდილეს ჰიბრიდები, ეგრეთწოდებული ”2000-იანი წლების დასაწყისის მწვანე მანქანები”. აღნიშნული დასტურდება ისეთი პოპულარული მანქანების, როგორიცაა Toyota Prius- ის შემცირებული გაყიდვებითა და Tesla Model 3-ის მზარდი პოპულარობით.

”ბაზრის დრამატული ცვლილების დროს, მამოძრავებელი ძალა აყალიბებს ტონს. ამ დროს ძნელია წინასწარმეტყველება. თუმცა, მე ფუტურისტი ვარ და ფუტურისტები იმით არიან განთქმულნი, რომ იშვიათად ცდებიან”, – განაცხადა უილსმა.

უილსის ვარაუდით, “ელექტროფიცირება” სავარაუდოდ 2026 წლისთვის დასრულდება. მისი აზრით, იმ დროისთვის მხოლოდ ელექტრომობილების წარმოება მოხდება, მცირე გამონაკლისის გარდა, სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებელის სახით.

ამბიციური ხასიათის მიუხედავად, ხსენებული განცხადებები ემთხვევა ამერიკის, ჩინეთისა და ევროპის აგრესიულ გეგმებს ელექტრომობილებზე გადასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნული ქვეყნები, რომლებიც ელექტრომობილების უდიდეს ბაზრებს წარმოადგენენ, უახლოეს მომავალში აპირებენ ქალაქების “გაწმენდას” ბენზინისა და დიზელის მანქანებისგან.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply