აღნიშნული რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ პაველ სოროკინმა ჟურნალ Energy Policy- სთვის სტატიაში დაწერა.
”რუსეთის მთავრობის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის თანახმად, 30 მილიარდი ტონა ნავთობის სარეზერვო რესურსებიდან, მხოლოდ 36% არის მომგებიანი თანამედროვე მაკროეკონომიკურ გარემოში.
აღნიშნული განპირობებულია განვითარების შესაძლებლობების გაუარესებით: რთული კონსტრუქციის ძვირადღირებული ჭაბურღილების მშენებლობა, რეზერვუარების დაბალი გამტარიანობა და მოცულობა და ა.შ. ” – განმარტა სოროკინმა.

”ეს ყველაფერი კი არა მხოლოდ ზრდის წარმოების ღირებულებას, არამედ ზრდის დაგეგმილი განვითარების ინდიკატორების დადასტურების რისკებს, სამოდელო პროცესების სირთულისა და ბურღვის დროს დაშვებული შეცდომების გამო”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის მომავალი უკავშირდება მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებასა და ეფექტურობის მიღწევებს. ”მხოლოდ აღნიშნული მოგვცემს საშუალებას შევინარჩუნოთ ერთ-ერთი ყველაზე “იაფი მწარმოებლის” პოზიცია, წარმოებაზე გაწეული ხარჯების კუთხით მსოფლიოში”, – დაამატა მინისტრის მოადგილემ.
ნინო სამადაშვილი