თურქეთში პირველი უპილოტო ელექტროავტობუსი წარადგინეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრო პირველი ელექტრო, უპილოტო სამგზავრო ავტობუსის პრეზენტაციას.

აღნიშნულის შესახებ განცხადება გაკეთდა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის Twitter ანგარიშზე, იუწყება Axar.az.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული პრეზენტაციის დროს, დამსწრე საზოგადოებას შეატყობინეს, რომ უპილოტო სამგზავრო ავტობუსი წარმოადგენს თანამედროვეობის მანქანას, რომელიც მთლიანად თურქმა ინჟინრებმა შექმნეს.

”ჩვენ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მივდივართ მეოთხე თაობის უპილოტო ელექტროავტობუსით Atak Elektrik-ით, რომელიც მთლიანად თურქი ინჟინერების მიერაა შექმნილი” – განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply