Tag Archives: #ნავთობი

ნავთობის გაძვირების შემთხვევაში რუსეთი დამატებით $65 მილიარდს მიიღებს

მიმდინარე წელს ნავთობის ფასის ზრდის შემთხვევაში რუსეთის ბიუჯეტი სულ მცირე $65 მილიარდზე მეტ დამატებით შემოსავალს მიიღებს. ნავთობი ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია და კრემლს ფინანსურ სიძლიერეს მატებს მაშინ, როცა რუსეთს შეერთებული შტატებისა და ევროპის მკაცრი სანქციები ემუქრება. ეკონომისტების შეფასებით, წელს ფასები ბარელზე $90-ის ნიშნულზე შენარჩუნდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის შემოსავლებს. თუ ბარელი ნავთობის ფასი $100-ს მიაღწევს, შემოსავალი $73 მილიარდს მიუახლოვდება. რუბლის კურსის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარს უახლოვდება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,77 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 98,23 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ვენაში განახლებულ მოლაპარაკებაზე ირანის ბირთვული შეთანხმების “პერსპექტივა ჩანს”

ვენაში განახლდა აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკება, რომლის მიზანია აღდგეს ირანის ბირთვული ხელშეკრულება. ოფიციალური პირები მიანიშნებენ, რომ შეთანხმების “პერსპექტივა ჩანს”. მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობენ ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირანი, რუსეთი და არაპირდაპირი ფორმით აშშ, 28 იანვარს შეჩერდა, რათა დიპლომატებს საშუალება ჰქონოდათ თავ-თავიანთ დედაქალაქებში დაბრუნებულიყვნენ კონსულტაციებისთვის. ბოლო კვირებში მხარეები მიანიშნებენ პროგრესზე 2015 წლის ხელშეკრულების აღდგენის ძალისხმევაში – შეთანხმების, რომელსაც ირანისთვის ...

Read More »

J.P. MORGAN: წელს ბარელი ნავთობის ფასმა შესაძლოა $120-ს მიაღწიოს

საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, J.P. Morgan-ის პროგნოზით, 2022 წელს ერთი ბარელი ნავთობის ფასმა შესაძლოა $120-ს მიაღწიოს. საფინანსო ინსტიტუტის ვარაუდით ბარელი ნავთობის ფასი აღნიშნულ მაჩვენებელს იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის გამო, რუსეთიდან ნედლეულის ექსპორტი შეფერხდება. საინვესტიციო ბანკის-ის შეფასებით, გლობალური მარაგების სიმჭიდროვემ და გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ნავთობის ფასი მიმდინარე წელს 15%-ით უკვე გაზარდა. Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა იანვრის ბოლოს ...

Read More »

SOCAR-ის პრეზიდენტი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა

როვნაგ აბდულაევი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას SOCAR-ს ტოვებს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა SOCAR -ის პრეზიდენტის როვგან აბდულაევის გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა. კომპანიის სათავეში 17 წლიანი მმართველობის შემდეგ აბდულაევი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა. SOCAR-ის პრეზიდენტის მოვალეობას როვშან ნაჯაფი შეასრულებს. ის უკვე დაინიშნა პირველ ვიცე-პრეზიდენტად. ამ დრომდე SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. როვგან აბდუალევი 2005 წლიდან იკავებდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ...

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

სოჰრაბის ნავთობის საბადოს განვითარების მიზნით, ირანი $800 მილიონიან კონტრაქტს აფორმებს Dana Energy-სთან

ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ (NIOC) ხელი მოაწერა 800 მილიონი დოლარის კონტრაქტს Dana Energy-სთან ერაყის საზღვარზე სოჰრაბის ნავთობის საბადოს ათვისებაზე. NIOC-ის ინფორმაციით, საბადოს დაფინანსება, განვითარება და ექსპლუატაცია დაევალა Dana Energy-ს, ნავთობის გარიგების ახალი მოდელის – Iran Petroleum Contract (IPC) ფარგლებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დღეში 30 000 ბარელი ნავთობის მოპოვება. ვარაუდობენ, რომ ნავთობის მთლიანი მოპოვება ხელშეკრულებით 20 წლის განმავლობაში იქნება 160 მილიონი ბარელი. ...

Read More »
ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

BP-მ 7,57 მლრდ დოლარის წლიური მოგება მიიღო

2021 წელს ბრიტანული ნავთობკომპანია BP-ის სუფთა მოგებამ 7,57 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე კომპანიამ 20,3 მლრდ დოლარით იზარალა. BP-ის კვარტალურმა სუფთა მოგებამ გასული წლის მეოთხე კვარტალში 2,33 მლრდ დოლარი, მესამე კვარტალში კი 2,54 მლრდ დოლარი შეადგინა. მაგალითად, ერთი წლით ადრე კომპანიის მეოთხე კვარტლის მოგება სულ 1,36 მლრდ დოლარი იყო. კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები განსაკუთრებით მეოთხე კვარტალში გაუმჯობესდა, როცა ...

Read More »

საავიაციო ნავთზე ფასების ზრდა უკვე საყურადღებო ხდება

ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადებისას ავიაკომპანიები ყურადღებით აკვირდებიან ორ ფაქტორს: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარებას და საწვავის ფასების ზრდას. ეს უკანასკნელი კი ანტირეკორდებს ამყარებს. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, გასული კვირის ბოლოსთვის საავიაციო ნავთის ფასი წინა კვირასთან შედარებით 2,6%-ით გაიზარდა და ბარელზე $105,7 შეადგინა. საავიაციო ნავთის ფასების ზრდამ 12 თვეში 77,8% შეადგინა. IATA-ს შეფასებით, 2022 წელს ავიასაწვავის საშუალო ფასი ბარელზე 102,2 დოლარი ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

მსოფლიოში ნავთობის გაიაფების არანაირი ნიშნები არ ჩანს

ბოლო დღეებში, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ირყევა. ორი დღის წინ, `ბრენტის~ ღირებულებამ 93 დოლარი შეადგინა, გუშინ კი 90 დოლარი ღირდა. იქამდე 87-დოლარიანი ნიშნულიც დაფიქსირდა, იყო 91-დოლარიანი მაჩვენებელიც. „რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რის გამო ხდება ყოველდღიურად ფასთა სხვაობა და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე მაშინ, როდესაც ლარი საგრძნობლად მყარდება.  მსოფლიოში ვითარება ძალიან დაძაბულია. ფასები `პლატცის~ მიხედვით, ასე გამოიყურება: 1 ტონა ბენზინი 895 ...

Read More »

Shell-ი ავსტრალიაში გაზის 145 ახალი საბადოს ბურღვას დაიწყებს

კომპანია Shell-ი 2024 წლამდე ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტისთვის გაზის 145 ახალი ჭაბურღილის ბურღვას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Shell Australia ავრცელებს. ბურღვითი საქმიანობისთვის კომპანია აპირებს მოლაპარაკებების სერიის წარმოებას აბორიგენების წარმომადგენლებთან, რომლებიც იმ მიწების მფლობელები არიან, სადაც არის საბადოები, რათა მოხდეს მინიმუმამდე დაყვანა ნეგატიური გავლენების მათ სამეურნეო საქმინობაზე და ამავდროულად, არ მიადგეს ზიანი ადგილებს, რომლებიც ძირძველი ხალხისთვის ძვირფასია. „Shell Australiaს ...

Read More »