Tag Archives: #უკრაინა

ევროპაში გაზის ყველაზე დიდი მარაგი პოლონეთს აქვს

იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ყოველდღე უწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას, საინტერესოა, რა სიტუაციაა მარაგების კუთხით კონტინენტის ქვეყნებში. როგორც აღმოჩნდა, პოლონეთს აქვს გაზის მარაგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში. მისი საცავების 95 პროცენტი სავსეა, რაც მთლიანობაში 3,35 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ხსენებული მონაცემთ, პოლონეთის ბუნებრივი აირის მარაგი ორჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო 46 პროცენტიან მაჩვენებელს. გაერთიანების ყველა ქვეყანა, რომელიც ავრცელებს ანგარიშს ...

Read More »

უკრაინაში რუსული “ტატნეფტის” ქონება, ანგარიშები და კორპორატიული უფლებები დააყადაღეს

უკრაინაში სასამართლომ რუსული ნავთობკომპანია “ტატნეფტის” მიერ დაფუძნებული კომპანიების მოძრავი და უძრავი ქონება, ანგარიშები და კორპორატიული უფლებები დააყადაღა. ამის შესახებ უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში განაცხადეს. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ტატნეფტი” აწვდის ნავთობპროდუქტებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების საჭიროებებისთვის. “ამჟამად დაკავებულია უძრავი ქონების 115 ობიექტი: ნავთობის საწყობები, ბენზინგასამართი სადგურები, არასაცხოვრებელი შენობები, მიწის ნაკვეთები, საწვავის 118 მანქანა და მსუბუქი ავტომობილი”, ...

Read More »

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: სანქციების მეშვიდე პაკეტი რუსულ გაზზე ემბარგოს უნდა ითვალისწინებდეს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე მუშაობა უნდა დაიწყოს და ის რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს უნდა მოიცავდეს. „ყველა მომდევნო სანქციები უფრო რთული იქნება. ვფიქრობ, რომ გაზი მეშვიდე პაკეტში უნდა იყოს, მაგრამ რეალისტი ვარ. არა მგონია, რომ ეს მოხდეს“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა. მან რუსული ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილება „სამართლიან კომპრომისად” შეაფასა. „ეს იყო ...

Read More »

უკრაინულ ნაფტოგაზს 140-მდე რუსული ბენზინგასამართი სადგური გადაეცემა

დაახლოებით 140 რუსული ბენზინგასამართი სადგური უკრაინულ კომპანია Naftogaz-ს გადაეცემა ბენზინგასამართი სადგურების სახელმწიფო ქსელის ორგანიზებისთვის, განაცხადა საწარმოს ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი რიაბჩინმა. „ახლა არის დაახლოებით 130-140 ბენზინგასამართი სადგური, რომლებიც შეირჩა რუსული აქტივებიდან ნაფტოგაზისთვის გადაცემის პროცესში“, – ციტირებს „რია ნოვოსტი“ რიაბჩინის განცხადების ფრაგმენტს უკრაინა 24-ის ეთერიდან. იურიდიული საკითხების მოგვარებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ პროცესი საბოლოოდ დასრულდება ზაფხულში, განაცხადა რიაბჩინმა. მისი თქმით, ვლადიმერ ზელენსკიმ ...

Read More »

ენერგეტიკული დამოუკიდებლობა 3-5 წელიწადში – შეძლებს თუ არა უკრაინა უარი თქვას გაზის იმპორტზე

უკრაინის მთავრობა, რომელიც შეიმუშავებს ეკონომიკის ომისშემდგომი რესტრუქტურიზაციის გეგმას, მიზნად ისახავს ქვეყნის შიდა წარმოების გაზის გამოყენებას და მთლიანად უარი თქვას იმპორტზე მომდევნო სამიდან ხუთ წელიწადში. ,,ომმა ჩვენი ქვეყნის ისტორია 24 თებერვალამდე და შემდეგ დაყო. ძნელი წარმოსადგენია, გამარჯვების შემდეგ რა სახით გამოჩნდება იგი, რომელიც დასახიჩრებულია ამ სისხლიანი და დამანგრეველი ომით, რომელიც რუსეთმა აწარმოა მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ველური ურდოს მოქმედებით უკვე ათასობით ...

Read More »

ზელენსკი: ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა

უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიომ მაქსიმალური ყურადღება შეინარჩუნოს უკრაინის მიმართ –  ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „როგორც არ უნდა ეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, რუსეთის ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულების დრო დასასრულს უახლოვდება. ეს არ შეიძლება შეიცვალოს. კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ მსოფლიოს მაქსიმალური ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

უკრაინაში ბენზინის 5 დღის, ხოლო დიზელის 3 დღის მარაგია – ელის თუ არა ქვეყანას საწვავის დეფიციტი

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, თუ რამდენი ბენზინისა და დიზელის საწვავი დარჩა უკრაინაში. უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  უკრაინას დღეს ბენზინის ხუთდღიანი მარაგი აქვს, ხოლო დიზელის საწვავისთვის ეს მაჩვენებელი სამი დღეა. უწყების განცხადებით, უკრაინაში საწვავის დეფიციტის პრობლემის მოგვარებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ. ამის შესახებ პირველმა ვიცე -პრემიერმა – ეკონომიკის მინისტრმა სვირიდენკომ  განაცხადა. ,,ჩვენთან, ოპერატორების ნორმალური ბიზნეს მოდელის პირობებში, ეს რეზერვები უნდა იყოს მინიმუმ 15 ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

„გაზპრომი“: “უკრაინის გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება თითქმის მეოთხედით შემცირდა”

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ იტყობინება, რომ “უკრაინის გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება თითქმის მეოთხედით შემცირდა”. მისი ცნობით, იგი აგრძელებს უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპისთვის. სუჯის გამანაწილებელი სადგურის გავლით მიწოდების რაოდენობა დღეს 50,6 მილიონ კუბურ მეტრს უდრის, 11 მაისს კი – 72,6 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა. “სოხრანივკის მიმართულებით აირის გადაქაჩვაზე უარი თქვა უკრაინამ, რასაც მოჰყვა ერთ დღეში ევროპისთვის გაზის მიწოდების ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ენერგორესურსებზე უკრაინის ომისგან გამოწვეული ფასების შოკი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს

რუსეთ-უკრაინის ომმა დიდი შოკი მოახდინა სასაქონლო ბაზრებზე, შეცვალა ვაჭრობის, წარმოებისა და მოხმარების გლობალური მოდელები ისე, რომ ფასები ისტორიულად მაღალ ნიშნულზე 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. ნავთობზე ფასების ზრდა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი იყო 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ. ფასების ზრდა სურსათზე, რომლის მსხვილი მწარმოებლები არიან რუსეთი და უკრაინა და სასუქების ფასი, რომელთა წარმოება ...

Read More »

რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო უკრაინა ევროპისკენ რუსული გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს

რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო უკრაინა ევროპისკენ რუსული გაზის მესამედის ტრანზიტს 11 მაისიდან შეაჩერებს. ამ ინფორმაციას უკრაინის ბუნებრივი აირის სისტემის სისტემის ოპერატორი კომპანია ავრცელებს. „ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელია გაზის შემდგომ ტრანსპორტირება გეოგრაფიულ სისტემა Сохрановка-ით და ნოვოპსკოვის სასაზღვრო საკომპრესორო სადგურით, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს ”, – ნათქვამია განცხადებაში. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაზის ტრანსპორტირების სისტემის მთელი ...

Read More »