რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ იტყობინება, რომ “უკრაინის გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება თითქმის მეოთხედით შემცირდა”.
მისი ცნობით, იგი აგრძელებს უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპისთვის.
სუჯის გამანაწილებელი სადგურის გავლით მიწოდების რაოდენობა დღეს 50,6 მილიონ კუბურ მეტრს უდრის, 11 მაისს კი – 72,6 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა.
“სოხრანივკის მიმართულებით აირის გადაქაჩვაზე უარი თქვა უკრაინამ, რასაც მოჰყვა ერთ დღეში ევროპისთვის გაზის მიწოდების მეოთხედით შემცირება”, – აცხადებენ კომპანიაში.
10 მაისს უკრაინის ბუნებრივი აირის სისტემის ოპერატორმა კომპანიამ განაცხადა, რომ 11 მაისიდან ევროპაში რუსული გაზის მესამედის ტრანზიტს შემაცირებდა:
“ფორსმაჟორული სიტუაციის გამო გაზის ტრანსპორტირება “სორანოვკასა” და “ნოვოპსკოვას” სადგურებიდან, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, შეუძლებელია”.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპის ქვეყნები ცდილობენ, რომ რუსეთის ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებლობა მოიპოვონ. რუსეთის შესაბამის კომპანიებს, რომლებიც დაკაშირებული არიან რუსეთის არმიის დაფინანსებასან, დასავლეთის მხრიდან დაუწესდა სანქციები. საწვავის ფასის მკეთრი ზრდის გამო რუსეთის შემოსავალიც გაიზარდა.