ენერგეტიკული დამოუკიდებლობა 3-5 წელიწადში – შეძლებს თუ არა უკრაინა უარი თქვას გაზის იმპორტზე

უკრაინის მთავრობა, რომელიც შეიმუშავებს ეკონომიკის ომისშემდგომი რესტრუქტურიზაციის გეგმას, მიზნად ისახავს ქვეყნის შიდა წარმოების გაზის გამოყენებას და მთლიანად უარი თქვას იმპორტზე მომდევნო სამიდან ხუთ წელიწადში.

,,ომმა ჩვენი ქვეყნის ისტორია 24 თებერვალამდე და შემდეგ დაყო. ძნელი წარმოსადგენია, გამარჯვების შემდეგ რა სახით გამოჩნდება იგი, რომელიც დასახიჩრებულია ამ სისხლიანი და დამანგრეველი ომით, რომელიც რუსეთმა აწარმოა მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ველური ურდოს მოქმედებით უკვე ათასობით ადამიანი დაიღუპა, ასობით ქალაქი და სოფელი განადგურდა, ასობით საწარმო ამ პერიოდს ვერ გადაურჩა.

ომი ბევრს ცვლის ჩვენს ცხოვრებაში. მსგავსი ცვლილებები ახლა ხდება ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში. მთავრობამ, ქვეყნის ომის შემდგომი აღდგენის გეგმის ფარგლებში, დაისახა საკვანძო მიზანი საშუალოვადიან პერსპექტივაში, რომ ქვეყანა სრულად უზრუნველყოს საკუთარი წარმოების გაზით, უარი თქვას ძვირადღირებული საწვავის იმპორტზე.

„სამიდან ხუთ წელიწადში თქვენ სრულად უნდა უზრუნველყოთ გაზი საკუთარი წარმოებიდან. უკრაინა ევროპაში მეორეა „ლურჯი საწვავის“ საბადოებით, ამიტომ ეს არის სრულიად მიღწევადი მიზანი. ამავდროულად, აუცილებელია ჩვენი ეკონომიკის ენერგეტიკული ხარჯების შემცირება თერმული მოდერნიზაციის პროგრამის დახმარებით“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა – ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ.

ინფორმაციას УНИАН ავრცელებს.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ ოთხშაბათს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, USAID-მა დაადასტურა ქვეყნის გადაწყვეტილება, შეამციროს გაზის მოხმარება საკუთარი წარმოების დონემდე აქტიური გადასვლის გზით უნახშირბადო ენერგიაზე.

თუ ყველაფერი გაკეთდება გონივრულად და დროულად, მაშინ უკრაინა საშუალოვადიან პერსპექტივაში შეძლებს არა მხოლოდ უარი თქვას იმპორტზე, არამედ, საკუთარი წარმოების თანდათანობითი გაზრდით, გახდეს გაზის ექსპორტიორი გარე ევროპულ ბაზრებზე.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply