უკრაინაში სასამართლომ რუსული ნავთობკომპანია “ტატნეფტის” მიერ დაფუძნებული კომპანიების მოძრავი და უძრავი ქონება, ანგარიშები და კორპორატიული უფლებები დააყადაღა. ამის შესახებ უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში განაცხადეს.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ტატნეფტი” აწვდის ნავთობპროდუქტებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების საჭიროებებისთვის.
“ამჟამად დაკავებულია უძრავი ქონების 115 ობიექტი: ნავთობის საწყობები, ბენზინგასამართი სადგურები, არასაცხოვრებელი შენობები, მიწის ნაკვეთები, საწვავის 118 მანქანა და მსუბუქი ავტომობილი”, – განაცხადეს სააგენტოში.
მხოლოდ საწარმოებისა და მოძრავი ქონების კორპორატიული უფლებების ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი გრივნაა. უძრავი ქონების შეფასების შემდეგ, თანხა შეიძლება გაიზარდოს 2 მილიარდ გრივნამდე.
აქტივები გადაეცემა უკრაინის ეროვნულ სააგენტოს კორუფციული და სხვა დანაშაულებიდან მიღებული აქტივების იდენტიფიკაციის, ძიების და მართვის მიზნით, მათი მართვის ღონისძიებების განსახორციელებლად.