Tag Archives: #ინფრასტრუქტურა

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მორიგი აფეთქება მოხდა

უკრაინაში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი განადგურდა

ნოვომოსკოვსკის რაიონში ნავთობის საცავში ხანძარი, რომელიც დნიპროპეტროვსკის რეგიონზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია, ჩააქრეს. რეგიონის გუბერნატორის, ვალენტინ რენიჩენკოს ინფორმაციით, რაკეტებმა ქალაქ ნოვომოსკოვსკის მახლობლად, ნავთობის საცავი გაანადგურეს. უკრაინული მედიის ცნობით, 18 ივნისს, რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე ხუთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ორი რუსული რაკეტა ჩავარდა კრივი რიჰში და კიდევ სამი – ნოვომოსკოვსკის ოლქში. ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

Read More »

დავით სონღულაშვილი: აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ისაუბრა. „მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა მონაწილეობა მივიღო და ...

Read More »

ტირასპოლი აცხადებს, რომ დნესტრისპირეთში აღკვეთეს ნავთობბაზის გადაწვის მცდელობა

მოლდოვის სეპარატისტული დნესტრისპირეთის ხელისუფლების ცნობით, 13 მაისს უცნობებმა აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს ტირასპოლში მდებარე ნავთობბაზისა და სამხედრო პოლიციის შენობას. სეპარატისტული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტვიტერში გამოქვეყნებული ცნობით, თავდასხმის შედეგად პოლიციის პუნქტზე მცირე ხანძარი გაჩნდა, რომელიც დაცვამ მალე ჩააქრო. არავინ დაშავებულა. დნესტრისპირეთის პოლიციის ცნობით, თავდასხმა მოაწყო მამაკაცმა, რომელიც უცხო სანომრე ნიშნიანი მანქანიდან გადმოვიდა. ამასთან, ცნობაში არ არის ...

Read More »

მაკეევკაში, ნავთობის საცავში, რომელიც რუსეთის ჯარებს ამარაგებს, ხანძარია

ოკუპირებულ მაკეევკაში, ნავთობის საცავში, რომელიც რუსეთის ჯარებს ამარაგებს, ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, ნავთობის საცავში ოთხი 5000- ტონიანი ავზი იწვის. დონეცკის ოლქის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი – დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარია ოკუპირებულ დონეცკშიც, სადაც საწყობები იწვის.  

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ხობი 2 ჰესის” გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყლის მიმდებარედ „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები წარმატებით დასრულდა. საქართველოს ბანკის მიერ პროექტის მხარდასაჭერად 28 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. სოფელ მუხურიდან  1.2 კმ-ის დაშორებით განთავსებული ჰესის სიმძლავრე 46.7 მეგავატს უტოლდება. პროექტი 6,658 მეტრის სიგრძის გვირაბს და სხვა ინფრასტრუქტურას აერთიანებს. პროექტს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ახორციელებს. “ხობი 2 ჰესის” პროექტს საფუძველი 2015 ...

Read More »

რუსეთში, ბრიანსკში იწვის ორი ობიექტი – სარაკეტო-საარტილერიო არსენალი და ნავთობ-ბაზა

რუსეთის ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობბაზას დღეს დილით ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „როიტერი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი ნავთობსადენების კომპანია „ტრანსნეფტის“ საკუთრებაში არსებულ ობიექტზე, მოსკოვის დროით 02:00 სთ-ზე გაჩნდა, მაგრამ ქალაქის რომელიმე ნაწილის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა. ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რუსეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც უკრაინის სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებისკენ მდებარეობს.

Read More »

„თბილისი ენერჯი“ – 14 აპრილს გაზის მიწოდება 5 000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება

ქსელის რეაბილიტაციის გამო, ხვალ, 14 აპრილს გაზის მიწოდება 5 000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაზმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 14 აპრილს, 10:00-დან 14:00 საათამდე მთაწმინდა-კრწანისისა და ისანი-სამგორის რაიონში გაზის მიწოდება დროებით 5 000-მდე აბონენტს შეუწყდება. მთაწმინდა-კრწანისის რ-ში – გორგასალის ქ. 10-ში მდებარე შპს „ბი ქეი გრუპის“, გორგასალის ქ. 37, 39, 39-1, 39-2, 39-3, ...

Read More »

ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ჩეხი ექსპერტების მიერ ჩატარდება დეტალური კვლევა, რისთვისაც ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია შესაბამისი პროცედურები, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესწავლილია ტერიტორიის როგორც ტექნიკური, ასევე სამომავლო გამოყენების შესაძლებლობები. ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად, ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო. პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და აჭარის ...

Read More »

ჩერნობილი – ბირთვული მანიპულაციის იარაღი ომის დროს

უკრაინის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს გუშინ აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. მათივე განცხადებით, სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება 14 მარტს, სამხედრო კონფლიქტის განმავლობაში მეორედ, შეუწყდა. მანამდე ელექტროენერგიის მიწოდება ჩერნობილის სადგურისადმი 9 მარტს შეფერხდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ამბობდა, რომ ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. 13 მარტს ჩერნობილს ელექტროენერგიის მიწოდება ისევ აღუდგა, მაგრამ ასევე უკრაინული ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, 14 მარტს ისევ ...

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა სტრატეგიული ობიექტების პრივატიზების აკრძალვა უარყო – სიაშია „ენგურჰესიც“

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ე.წ. დეპუტატებმა 5 აპრილის სესიაზე „აფხაზეთის რესპუბლიკის სტრატეგიული ობიექტების შესახებ“ ე.წ. კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით უარყვეს. დოკუმენტი ითვალისწინებდა სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაციისა და იჯარით გაცემის აკრძალვას. სტრატეგიულ ობიექტებს მიეკუთვნება „შინაგან საქმეთა სამინისტროს“, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“, „თავდაცვის სამინისტროს“ და „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კონტროლის“ ქვეშ მყოფი ქონება. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების სიაში შედის ენერგეტიკული ობიექტები (ენგურჰესის ჩათვლით), საჰაერო მოძრაობის მართვისა ...

Read More »