ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, ჩეხი ექსპერტების მიერ ჩატარდება დეტალური კვლევა, რისთვისაც ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია შესაბამისი პროცედურები, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შესწავლილია ტერიტორიის როგორც ტექნიკური, ასევე სამომავლო გამოყენების შესაძლებლობები. ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად, ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.
პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.