ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა სტრატეგიული ობიექტების პრივატიზების აკრძალვა უარყო – სიაშია „ენგურჰესიც“

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ე.წ. დეპუტატებმა 5 აპრილის სესიაზე „აფხაზეთის რესპუბლიკის სტრატეგიული ობიექტების შესახებ“ ე.წ. კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით უარყვეს. დოკუმენტი ითვალისწინებდა სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაციისა და იჯარით გაცემის აკრძალვას.

სტრატეგიულ ობიექტებს მიეკუთვნება „შინაგან საქმეთა სამინისტროს“, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“, „თავდაცვის სამინისტროს“ და „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კონტროლის“ ქვეშ მყოფი ქონება.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების სიაში შედის ენერგეტიკული ობიექტები (ენგურჰესის ჩათვლით), საჰაერო მოძრაობის მართვისა და საავიაციო სისტემები, „რესპუბლიკური“ რკინიგზა, „რესპუბლიკური“ მნიშვნელობის გზები, ავტო და სარკინიგზო სადგურები, „ეროვნული“ მნიშვნელობის ნავსადგურები და საზღვაო-საკომუნიკაციო საშუალებები, ტელევიზია და სამაუწყებლო ცენტრები, საინფორმაციო სააგენტოები.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply